მომღერალი სალომე ბაკურაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, მის ჯანმრთელობის მდგომარობასთან დაკავშირებული ამბავი გულთან ახლოს მიიტანა.
მომღერალი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყენებს:
„კი, ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს არაა უბრალოდ ნათქვამი, ან წამიერად ნაფიქრი, ამას სულ ვგრძნობ და სულ აღვნიშნავ ხოლმე. მუდმივად მაქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანებისადმი, ვისთვისაც „არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში“ და ყოველთვის უანგაროდ და მთელი გულით გამოხატავენ ჩემდამი უდიდეს სიყვარულს, არ ვიცი, ეს ამ დოზით რით დავიმსახურე, მაგრამ ასეა და გულის ხეთქვამდე მადლიერი ვარ ამისთვის.
არ მიყვარს მოვლენების კიდევ უფრო დრამატიზება, პირიქით, ცხოვრებაში სულ რაღაცების გამარტივებაში ვარ, თუმცა მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომივლია… ახლა კი ისე კარგად ვარ, თქვენ რომ გინდათ და მოითხოვთ ჩემგან და კიდევ უფრო თავიდან და ბოლომდე და ბოლოდან და თავამდე სავსე ვარ სიყვარულით…
არც კი ვიცი, ეს ერთი სიტყვა „მადლობა“ თუ ყოფნის იმას, რასაც ვგრძნობ და მინდა ვთქვა, მაგრამ ეს მაინც ხომ უნდა გითხრათ? ყველას, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, უცნობს, ნაცნობს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს, რომელმაც ასე საკუთარი პრობლემასავით მიიტანეთ გულთან ჩემი ჯანმთელობის ამბები… მიყვარხართ გულწრფელად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რამე დამანახეთ“. – წერს ბაკურაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სალომე ბაკურაძეს ვესტიბულარულ აპარატთან დაკავშირებული დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუდგინეს, ანთება ჩახრა და მკურნალობამ შედეგი გამოიღო.