ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი, მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვილის მეუღლე, პატარა დაჩის დაბადების დღის ვლოგს უზიარებს საზოგადოებას. დაჩი იოსელიანი 1-ელ ივლისს ერთი წლის გახდა.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ჰოდა, მეც მივყვები ამ პრინციპს და გიზიარებთ ორი თვის დაგვიანებით დაჩის ოქროს და პირველი დაბადების დღის ვლოგს. მართალია, ყოველთვის სხვანაირად წარმომედგინა ჩემი შვილის დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვიფიქრია ან დაგვიგეგმავს. 1 ივლისამდე, ანუ დაბადების დღემდე ძალიან განვიცდიდი, ბევრს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი. ვხვდებოდი, რომ განსაკუთრებულს ვერაფერს ვუკეთებდი ჩემს ნანატრ ბიჭს და შინაგანად მანგრევდა ეს ფაქტი. როგორც თითქმის ყველას, ისე მეც მინდოდა, რომ რაღაც ჯადოსნური და განსაკუთრებული გამეკეთებინა, ორიგინალური და პომპეზური. მაგრამ ვერ შევძელი…
ვერ შევძელი ბევრი მიზეზის, გარემოების, ჩემი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ფონის გამო. ვერ შევძელი და თავი ვერ მოვაბი და რომ არა ეს ადამიანები, ვინც ვიდეოში ჩანს, ამასაც ვერ ვიზამდი დიდი ალბათობით.
ახლა მიკვირს, რა დამემართა იმ პერიოდში, ვერ გამიგია. არ ვიყავი ჩვეულ ფორმაში – გადაღლილი, დაცლილი, ბევრ საქმეში ჩაკარგული, ჩემთვის ყველაზე ძვირფას დღეს ვერ ვგეგმავდი და ეს ძალიან მწარე რეალობა იყო ჩემთვის.
საბოლოოდ, მივხვდი, რომ ვაზვიადებდი, რაღაც ზედმეტად განვიცდიდი და დრო იყო, რომ რეალობას დავბრუნებოდი, ის სინანული, რაც დარდად მქონდა გულზე, უნდა მომეშორებინა.
ნუცა ცისკარიშვილის შთამბეჭდავი ვიდეო ეროვნულ მოტივებზე – “დიდი შრომა ჩავდეთ, შეფასება თქვენთვის მოგვინდია”
“ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ; რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო” – ნუცა ცისკარიშვილი
დიახ, ვიცი, ვიდეოში არ მეტყობა ეს ყველაფერი, რაც დავწერე. მაგრამ ეგეც რეალობაა, რომ რასაც ვხედავთ, ყოველთვის იმალება იმის უკან რაღაც, რაღაც, რაც ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდება ნანახისგან.
ეს დარდი კი ალბათ დღევანდელი წუთისოფლის დამსახურებაა, სადაც სოციალურ სამყაროში ყველაზე ყველაფერი ვიცით და ხშირად ჩვენც გვინდა „მათსავით“. სულ ვცდილობ და ვაკონტროლებ თავს, რომ დავეტიო ჩემს კანში და სხვების ცხოვრებას არ ვუყურო, არც ვუყურებ ძირითადად, მაგრამ ეს ბავშვების დაბადების დღეების საკითხი რაღაც სისუსტე აღმოჩნდა ჩემთვის. დიახ, შეიძლება ჩემმა ვიდეომაც სხვაზე ასევე ცუდად იმოქმედოს, რადგან არის მდგომარეობები, როცა ამასაც ვერ აკეთებს მშობელი.
მოკლედ, ჭაობია და ჩვენ ყველა ამ ჭაობის ნაწილი ვართ, სადაც ერთხელ თუ შემოაბიჯებ, რთულია თავის დაღწევა. ბოლოს კი – ჯანმრთელობის ფასი არაფერია და სისულელეებზე ფიქრს და დროის ხარჯვას უნდა მოვეშვა! მადლობა უფალს თითოეული დღისთვის“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი