ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მზადება საგურამოში მიმდინარეობს. ვილი სანიოლის გუნდმა 5 სექტემბერს სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
6 სექტემბერს საქართელოს ნაკრები წინასამატჩო ვარჯიშს კვლავ საგურამოს ბაზაზე გამართავს, ჩვენი მეტოქე ჩეხეთის ეროვნული გუნდი კი თამაშის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს.
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას საგურამოს სასტუმრო „სევსამორაში“ გამართავს.
სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრება.
6 სექტემბრის განრიგი
საქართველოს ნაკრები
15:45 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო „სევსამორა“, საგურამო).
16:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).
ჩეხეთის ნაკრები
17:30 ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).
18:00 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში („მიხეილ მესხი“, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია).