Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს – საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება”- კონგრესმენი კიტინგი

July 24, 2024
“მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს – საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება”- კონგრესმენი კიტინგი

“სამწუხაროდ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური ვალდებულებების მიუხედავად მმართველი, “ქართული ოცნების” პარტია ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ გზიდან აცდა”- განაცხადა კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა, დემოკრატიული პარტიიდან, კონგრესში მიმდინარე განხილვაზე, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობენ.

კონგრესმენის თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება.

“სულ რაღაც წინა თვეს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური აგენტების” კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლისთვის.

დღეს ორი მესიჯი მაქვს საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის. პირველი, საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში ოფიციალურ პირებსა და, რაც მნიშვნელოვანია, მათ ოჯახის წევრებზე. სანამ საქართველო მთავრობა აგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების მიღებას, რამდენადაც საჭირო გახდება.

მეტიც, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” აქებს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში, მაშინ, როდესაც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ამ უკანონო ომის მსვლელობისას.

მარტივად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. კიდევ არის მმართველი პარტიის მხრიდან ქართველი ხალხის ღალატის მაგალითები. ხალხისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან საკუთარი ომის მოგონებები არც ისე დიდი ხნის წინ.

მეორე [მესიჯი] ქართველ ხალხს: ევროკავშირსა და ნატოში ყოფნის თქვენი ამბიციები ძალიან კარგად არის ცნობილი ამ კონგრესსა და ადმინისტრაციაში. როგორ წინა სამ ათწლეულში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევებში თქვენს მხარდაჭერას. “ქართველი ხალხის აქტი”, რომელიც მე წარვადგინე გასულ თვეს, და ჩემი მეგობრის, ჯო იულსონის MEGOBARI აქტი ჩვენს მხრიდან თქვენი დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავრობა არღვევს თავის კონსტიტუციურად სავალდებულო დაპირებებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში წევრობისადმი გზა გაკაფოს”, – განაცხადა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა – განახლებული პროგნოზი
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?
  • „7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge