Sunday, August 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევების რაოდენობა მაღალია – ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება

July 16, 2024
შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევების რაოდენობა მაღალია – ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება

შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევების უმეტესობა უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე აცხადებს.

შეგახსენებთ, 1-ელი ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზრდება. იქამდე დარღვევისთვის საჯარიმო სანქცია 65 ათას ლარს შეადგენდა.

მისი განმარტებით, შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევების რაოდენობა მაღალია. ჩხობაძე მიიჩნევს, რომ ჯარიმების გაზრდას შემაკავებელი ეფექტი ექნება.

„შავი ზღვის თანაზიარია 6 სახელმწიფო და ადეკვატური უნდა იყოს საჯარიმო სანქცია დაბინძურების შემთხვევაში სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემს არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გამოიაროს თურქეთი, რუმინეთი, ან ევროკავშირის ქვეყნების აკვატორიები და საქართველოში მოახდინოს ზღვის დაბინძურება იმ ლოგიკით, რომ აქ დაბალია საჯარიმო სანქცია. გაანალიზდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების საჯარიმო სანქცია და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო საჯარიმო სანქცია 65 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე. მცურავი ნებისმიერი საშუალებიდან დაბინძურება, იქნება დაჯარიმებული. რაც შავ ზღვაზე დარღვევებია, ეს არის თევზჭერა თუ დაბინძურება, ფაქტებში ძირითადად იყო უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემები, რომლებიც აბინძურებდნენ შიდა ზღვის აკვატორიას. იმედი გვაქვს, რომ საჯარიმო სანქციის გაზრდა გამოიწვევს შემკავებელ ეფექტს“ , – განაცხადა მაია ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  • ბათუმში მცირეწლოვანს მატარებელმა გადაუარა
  • ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge