“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ავლაბრის ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა. მას მშობლები ევროპაში ჰყავს, ბებია ზუგდიდში, ხოლო და თბილისში.
ასევე “კურიერის” ინფორმაციით, თავდამსხმელი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.
“საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მისი აყვანა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ბედოიძემ მოლაპარაკების წარმოების მომენტში შეძლო.