ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?, -ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ძალადობის თემის კომენტირებისას განაცხადა.
“ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა “ფარულ კონვერტში” განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური მასზე ძალადობდა. მისი თქმით, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.