მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“, ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა.
„პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბესო ზანგურის მეუღლემ რამდენიმე ფაქტი უამბო. გვანცა წულეისკირი ამბობს, რომ ბესოს ძალიან უყვარდა ნინუცა.
ბესომ ჩვენი თანაცხოვრებისას ბევრი რაღაც შეცვალა, რაც ჩემი დამსახურებაა. გამტარი ადამიანი ვარ. უფრო მეტი მოთმინების უნარი გამაჩნია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ბესოს მხრიდან ძალადობის მცდელობა ერთხელაც კი არ ყოფილა. მესამე შვილი გავაჩინე ორი წლის წინ ბოლოსდაბოლოს. ბესო რთული ადამიანია, მაგრამ მოძალადე ნამდვილად არ არის. სიყვარულში ვზრდით ჩვენს შვილებს, წარმოუდგენლად კარგი მამაა ჩემი ქმარი.
მას აქვს თავისი პრინციპები, მეც იგივე პრინციპები მაქვს. არ უნდა მოვატყუო, არ უნდა ვუთხრა იქ ვარ-თქო და მერე სხვაგან აღმოვჩნდე.
– ასე იქცეოდა ნინუცა?
– მე როგორც ვიცი ასე აკეთებდა ნინუცა და კიდევ იყო მიზეზი, რომელსაც ბესო ვერ ყლაპავდა. ჩემი შვილები სკოლაში დადიან და არასწორი საქციელია თერთმეტი წლის მერე მოაღო პირი და თან მოიტყუო.
მოაზროვნე გოგო მეგონა ნინუცა… მან საკუთარი თავით, ტყუილებით და საქციელებით მიიღო, რაც მიიღო და ამიტომ დაშორდა ბესო. მესამე დღეს კი სხვა ცოლი მოიყვანა. ახლა რომ გვლანძღავენ, მე ხომ ადამიანი ვარ, 9 წელია მისი ცოლი ვარ და ეგრე სად არის?! მრცხვენია ამ თემაზე რომ მიწევს საუბარი. ნინუცა მაყაშვილს ბოღმა ჰქონდა და გასკდა თუ რა მოუვიდა არ ვიცი,- ამბობს ზანგურის მეუღლე.