ახალი ინიციატივა სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებისთვის – პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ბავშვებისთვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ყველა მოსწავლე, რომელსაც გარკვეული ტიპის საჭიროება აქვს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობით ისარგებლებს, ასეთი საჭიროების მქონდე ბავშვები სკოლის დასრულების შემდეგომ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ცვლილებათა პაკეტი დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის.
“საქმე ეხება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის ასეთი სასკოლო ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებული იქნებოდა. არსებობს კონკრეტული ფაქტები ამის სპეციალური საჭიროების. არსებობს მოსწავლეები, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვა და სკოლის აქ დასრულება და ამიტომ ხდება ამ ცვლილებით გათანაბრება მათი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლის დამთავრებასთან,” – აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.