მიგრძვნია პატარა გოგოებისგან უთქმელად, რომ მათთვის ჩემი არსებობა რაღაცის მაგალითია – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ნამდვილად მიგრძვნია და არა ერთხელ პატარა გოგოებისგან უთქმელად, რაღაცა თვალებით, სითბოთი, რომ მათთვის ჩემი არსებობა რაღაცის გარანტიაა, რაღაცის მაგალითია. ამიტომაც მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცას როცა ვაკეთებ, ვწყვეტ, ვამბობ, ყოველთვის ვფიქრობ ბავშვებზე. ეს არ ვიცი გარედან რამდენად ჩანს, მაგრამ ვცდილობ ბავშვებთან ვილაპარაკო მარტივი ენით. რომ ბავშვებმაც გაიგონ და ახალგაზრდებმაც და რაღაცა მიმართულებით ვიღაცას მივცე, სკოლაშია, უნივერსიტეტშია თუ სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდაა, რწმენა იმისა რომ ბრძოლით, შრომით, გულწრფელობით, ისე რომ რაღაც ინტერესი არ გაქვს შენთვითონ, შენითავისთვის შეიძლება რაღაცებს მიაღწიო ცხოვრებაში, ” – განაცხადა თეა წულუკიანმა.