Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეიდან ეს ცვლილება შედის ძალაში – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

April 1, 2024
ამ ქუჩაძე 20 თებერვლამდე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

დღეიდან ავტომობილებსა და მოტოციკლებზე შიდა ტრანზიტული ნომრები იცვლება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც 2023 წლის 18 აგვისტოს გამოიცა.

დადგენილების მიხედვით, ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში შემდეგნაირია:დღეიდან ეს ცვლილება შედის ძალაში - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა კი ასეთია, სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო).

მოტოციკლის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუშიდღეიდან ეს ცვლილება შედის ძალაში - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო).

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილებსა და მოტოციკლებზე ტრანზიტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ნომრები გასული წლის 1-ლი ნოემბრიდან შეიცვალა. თუმცა, შიდა ტრანზიტულ ნომრებს ცვლილება 2024 წლის 1-ლი აპრილიდან შეეხო.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა, სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადება/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

რაც შეეხება ძველ ნომრებს, დადგენილების მიხედვით, მის ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge