ფრანგმა გამომძიებლებმა 2023 წელს გაუჩინარებული ბავშვის ცხედარი ალპებში იპოვეს. ტრაგიკულმა ამბავმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. გამომძიებლები იმის დასადგენად მუშაობენ, თუ როგორ გარდაიცვალა 2 წლის ბიჭუნა.
ემილ სოლეილი გასული წლის 8 ივლისს, ერთ-ერთ ალპურ სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან ყოფნისას გაუჩინარდა. ორმა მეზობელმა ის უკანასკნელად მარტო სეირნობისას შენიშნა ლე ვერნეში, რომელიც საფრანგეთის ალპებში, 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ემილი სოფელში ბებია-ბაბუასთან არდადეგების გასატარებლად ჩავიდა, თუმცა ის ჩასვლიდან მეორე დღეს გაუჩინარდა. ბიჭის დაკარგვიდან მალევე სოფელში მასიური ძებნა გამოცხადდა, რომელშიც პოლიციელები, ჯარისკაცები, მეძებარი ძაღლები, ვერტმფრენი და დრონები მონაწილეობდნენ, თუმცა ბავშვის კვალი ვერავინ იპოვა.
გატაცების შესაძლო ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ ისინი უბედურ შემთხვევას უფრო განიხილავენ ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად.
წყაარო: theguardian