Saturday, May 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე- ყველაფერი, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანზე უნდა ვიცოდეთ

March 28, 2024
ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე- ყველაფერი, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანზე უნდა ვიცოდეთ

გურამ კაშია 1987 წლის 4 ივლისს, თბილისში დაიბადა. საქართველოს ნაკრების მოქმედი კაპიტანი 2012 და 2013 წლებში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად.
როგორ გახდა ფეხბურთელი?

“თავიდან არ მქონია ფეხბ­ურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა. შე­მდეგ რაგბი – მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაყოლოდა ამ გზ­ას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბ­ურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ”.
ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე- ყველაფერი, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანზე უნდა ვიცოდეთ

კარიერა:
გურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია დინამოს პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი.
2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია იყო გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიას თვის საუკეთესო მოთამაშედ.
2018 წელს შეუერთდა ამერიკულ „სან-ხოსე ერთქვეიქსს“, რომელიც 2020 წელს დატოვა.
2021 წლის თებერვალში გახდა თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი.

სანაკრებო კარიერა:
„დინამოს“ შემადგენლობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიწვიეს ჯერ საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. შემდეგ მიიწვიეს ეროვნულ ნაკრებში. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 2009 წელს, ჩერნოგორიის წინააღმდეგ.
2018 წელს კაშიამ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიიღო.

UFA-ს თანასწორობის ჯილდო:

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ უეფას #EQUALGAME-ის ჯილდო მიიღო. UEFA-მ მას ეს ჯილდო LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის გადასცა.
ამ გადაწყვეტილებას საქართველოში რადიკალური ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

ქორწინება და საყვარელი მეუღლე

გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს – ალექსანდრა.
ამონარიდები თამთას ინტერვიუდან:

– ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო… საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც… შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ… თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე.
საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული “ნატურა” არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა.
…გურამმა ხასიათის სიმტკიცით, მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მომხიბლა. მას ისეთი თვისებები აქვს, რომელიც ჩემში მუდამ გაკვირვებას და ამავდროულად, აღფრთოვანებას იწვევს. ვისურვებდი, ოდესმე მეც მისნაირ ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდე. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს რაღაცნაირად ვავსებთ”.

ვინ არის გურამ კაშიას უმშვენიერესი მეუღლე- ყველაფერი, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანზე უნდა ვიცოდეთ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
  • ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული ე.წ. FARA-ს კანონი დღეიდან ძალაში შედის
  • ამინდი იცვლება – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge