“ილია თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა” – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბერი ანდრიას ფონდი” აქვეყნებს.
“ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!
შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა Ilia Topuria💖 ილია “EL Matador” თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთერთი 🎗 შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
ილიას დედა, 💖 InGa Bendeliani Topuria, ჩვენი თინათინი ბერი ანდრიას დედას ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.
კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ, MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.
მრავალი წარმატება ილიას!”