გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის ოჯახი ალტერნატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაციენტს ალერგიული კანი ჰქონდა და აცრა არ უნდა გაკეთებულიყო.
ოჯახის მტკიცებით, მეგი ბაქრაძე თბილისში გადაყვანამდე, ახალციხეშივე გარდაიცვა, თუმცა ფაქტი სამედიცინო პერსონალმა დამალა.
მათივე თქმით, კლინიკაში ყველა თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა აცრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურის დატოვება მოუწევდათ.
“იმედის” კლინიკაში მუშაობდა, ყველას უნდა გაეკეთებინა აცრა, ან ყველას – ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდა სამსახურს. ესენი დაიბნენ და ვერ გააკეთეს ვერაფერი, არ იყვნენ მზად “, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეგი ბაქრაძის მამამ, ვეფხია ბაქრაძემ.
ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს.
“ახლა მზადდება ექსპერტიზის დასკვნა და ოჯახს უნდა ალტერნატიული ექსპერტიზა,”-აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ექთანი კოვიდის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.