აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა თანამდებობას ტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თამარ გუდავას ქალიშვილი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
მან განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე სამინისტროში დაკავებული პოზიციიდან მიდის.
“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან” – აცხადებს თამარ გუდავა.
საქმე ეხება ფაქტს, რომელზეც დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, ორმა პირმა ნარკოტიკი გასაღების მიზნით კონკრეტულ ლოკაციაზე მოათავსეს, შემდეგ კი თავად მოიხმარეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ზედოზირებით დაიღუპა.