ტრაგედია დატრიალდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში. მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო.
თერჯოლის მერის ცნობით, ბავშვები ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი. ორი დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონაა.
მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.