2024 წლის მარტი ბევრ ადამიანს ახალ შესაძლებლობებს, ცვლილებების სურვილსა და წარმატებას მოუტანს. მარტი მართლაც რომ გამორჩეული თვე იქნება. შეგიძლიათ, მოგზაურობა, ყველაზე ამბიციური პროექტები, საკუთარი საქმის წამოწყება, რაიმეს შესწავლა, გაუმჯობესება თამამად დაგეგმოთ და შესაბამის შედეგსაც დაელოდოთ. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და შეგეძლებათ, რეალური, თქვენთვის სასარგებლო ცვლილებები გამოიწვიოთ. მთვარე რომ ადამიანზე , მის შრომისუნარიანობაზე, ენერგიასა და განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს, არაერთხელ გვისაუბრია. ამიტომაც, მარტის თვისთვისაც მთვარის კალენდრის მიხედვით ასტროლოგებმა ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით საყურადღებო თარიღები დაასახელეს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი გეგმების განხორციელება სწორ დროს დაიწყოთ.
2024 წლის 10 მარტს თევზების ნიშანში ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ჯობს, დრო ენერგიის აღდგენასა და დასვენებას დავუთმოთ. თევზები ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომატებულ შფოთვას, ემოციურობას, უიმედობას იგრძნობთ. ამავდროულად, შესაძლოა, კონცენტრაცია გაგიჭირდეთ. იმის გამო, რომ მომატებულ ემოციურობას გრძნობთ, არასწორად აღიქვათ გარკვეული ფრაზები, სიტყვები და კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ. ამიტომაც, ჯობს, დრო მშვიდად გაატაროთ, იფიქროთ სამომავლო გეგმებზე, მოინიშნოთ იდეები, განსახორციელებელი საქმეების შესახებ ინფორმაცია და მომდევნო დღეებში რეალური ნაბიჯებიც გადადგათ.