„დღეს, ბატონი ხაზარაძე ატყუებს საქართველოს მოსახლეობას გაურკვეველი მესიჯებით…“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ყველაზე მთავარია არის ის, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ყოველთვის აკეთებდა და გააკეთებს სწორ ანალიზს იმასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს… ,,წალენჯიხაში სტიქია რომ მძვინვარებდა, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ მერს, მოადგილეს და მოსახლეობა ვერ პოულობდა, რომ დახმარება გაეწია… ჩვენ ვნახოთ, რომ ეს ადამიანი არ იყო რეგიონში კი არა რაიონში არ იყო ფაქტობრივად და ვერ აკეთებდა იმ მოვალეობას, რისთვისაც არის არჩეული“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.