ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ უნივერსიტეტებს მიღმა დარჩენილი ათასობით აბიტურიენტის საკითხს განათლების სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების შემცირება და უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ზღუდავს, არამედ სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და სასწავლო პროგრამების ხარისხზეც აისახება.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების ნაწილი განზრახ დარჩა არამოთხოვნად პროგრამებზე, რათა ხელისუფლებას შეუვსებელი ადგილები სტუდენტების არჩევანით აეხსნა.
“ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მაგალითად, სახელწიფო უნივერსიტეტებში, რომელსიც ვითომ აფინანსებს სწავლას, დარჩენილიყო შეუვსებელი ადგილები. სპეციალურად მოაწყო ადგილების რაღაც ნაწილი ისე, რომ იქ არ მოსდომებოდათ სტუდენტებს შესვლა. ანუ ეთქვათ, რომ “აი, ნახეთ, ისევ იგივე ადგილების რაოდენობა გამოვაცხადეთ და უბრალოდ, არ უნდათ სტუდენტებს მიღება”.
სახელმწიფოს აინტერესებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი სწავლობდეს სახელმწიფო უმაღლესებში და არა ზოგადად, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მაინც მსგავსი რაოდენობა აბარებს, არამედ საინტერესოა ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯოს განათლებაში. ეს არა მხოლოდ ჩარიცხვებზე იმოქმედებს, არამედ მოქმედებს პროგრამებზეც, რომელზეც ირიცხებიან. ერთი ზიანი არის ის, რომ 4 წლის მაგივრად, 3 წელს ისწავლიან სპეციალობებზე. აი, მაგალითად, სამარტალს ისწავლიან არა 4, არამედ 3 წელი და მერე, თუ გვყავდა არაკომპეტენტური პროკურორები და პოლიციელები,ა ხლა გვეყოლება კიდევ უფრო არაკომპეტენტურები. თან ეს იმ პირობებში, ახლა, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კონკურენტი აღარ ჰყავს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში და საერთოდ მოტივაცია აღარ აქვს, რომ განავითაროს თავისი პროგრამა, – ამბობს ექსპერტი განათლების საკითხში სიმონ ჯანაშია. განაგრძეთ კითხვა…
