“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომლის საქმის განხილვაც საქალაქო სასამართლოში დაიწყო, აცხადებს, რომ ის, რასაც მას ედავებიან, აბსურდია:
“არ შემიძენია, არასოდეს ჩემს საკუთრებაში არ გადმოსულა. იყო სარეკლამო ფირმის საკუთრებაში და განვადების ხელშეკრულება მქონდა. ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს სრულად გადავიხდიდი. შესაბამისად, სარეკლამო ფირმა გადაუხდიდა “რუსთავი 2-ს”.
მე რომ დამალვა მდომებოდა, როდესაც ამბავი დაიწყო “რუსთავი 2-ში”, ამ მანქანას ეგრევე მოვიშორებდი. არ მომიშორებია, რადგანაც არ ჩამითვლია, რომ საკითხი პრობლემური იყო. ხელშეკრულება მქონდა და გადახდა უნდა დამეწყო სექტემბერში. მე რომ პორშე მდომებოდა “რუსთავი 2-ის” ხარჯზე, ასე ჩალიჩი რაში დამჭირდებოდა. ერთ პორშეს პრემიად გამოვიწერდი,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.