ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„თქვენთვის უკვე ცნობილი იქნება, რომ ახალი მედიკამენტი შეიძლება დამკვიდრდეს კოვიდის წინააღმდეგ. ამ მედიაკამენტის შესახებ ისრაელმა, ფაქტობრივად, გუშინ განაცხადა. თელავისის კლინიკაში დაიტესტა ეს პრეპარატი, მან გაიარა კვლევის პირველი ფაზა. მედიკამენტის სახელია EXO-CD24. ეს მედიკამენტი განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტები, რომელთაც დაემართებათ კოვიდი, საშუალო ან მძიმე ფორმებით, გართულებების შედეგად არ გარდაიცვალნონ. ხომ იცით, რომ ინფიცირებისას ჩვენ ვეწირებით არა უშულუალოდ ვირუსს, არამედ ამ ვირუსით გამოწვეულ გართულებებს. ეს პრეპარატი გამოყოფს დიდი რაოდენობით ციტოკინს და ეს ციტოკინები აიძულებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რომ ძალიან აგრესიულ რეჟიმში შეებრძოლოს ვირუსს”, – ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ფეისბუქზე ლაივჩართვის დროს განაცხადა.
ღოღობერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტმა შემოწმების პირველი ფაზის დროს 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზეც კი დაიტესტა ყველა მათგანი 2 დღეში გამოჯანმრთელდა. ღოღობერიძე განმარტავს, რომ პრეპარატი ჯერ მხოლოდ 30 პაციენტზე გამოსცადეს.