“ბაღი, სადაც გადავრჩი” – ასე დაარქვა ლელა კილაძემ პერსონალურ გამოფენას, რომელიც „რუმს ჰოტელში“ გაიმართა. ქალი ამბობს, რომ ხატვა 2017 წელს დაიწყო, როდესაც რთული პერიოდი ჰქონდა.
“2017 წელს დავიწყე ხატვა. თვითნასწავლი მხატვარი ვარ. ძალიან რთული პერიოდი მქონდა – მაგ პერიოდში პირველად რომ შევძელი ჩემი ემოცია, შიგნიდან რაც მაწუხებდა, ფურცელზე გადმომეტანა, მერე მივხვდი, რომ ამისგან გავთავისუფლდი, მაშინ დავიწყე ხატვა. მას მერე სულ ვხატავ. ეს არის ის სამყარო, რაც მე მაინტერესებს” – ამბობს ლელა კილაძე “ფორმულასთან”.
გამოფენას, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება, უკვე ეწვივნენ ცნობილი სტუმრები, მათ შორის გახლდათ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე. აქამდე ლელა და სოფო ერთად საჯარო სივრცეში არ გამოჩენილან, უცნობი იყო მათი მეგობრობის შესახებ.
