2023 წელი არა მხოლოდ პოლიტიკურად იყო დატვირთული, არამედ შოუბიზნესშიც საინტერესო ამბებით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანი ამბებიდან ამ სტატიაში 2023 წლის ყველაზე ხმაურიან, მდიდრულ და გრანდიოზულ ქორწილებს წარმოგიდგენთ…
თაკო ნაცვლიშვილი და ოთო ხუროძე
2023 წელს ულამაზესი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ოთო ხუროძე გახდა. წყვილმა ქორწილი იტალიაში გადაიხადა. პატარძალს Vera Wang-ის საქორწილო კაბა ეცვა, უზარმაზარი შლეიფით.
ნიკა ხაზარაძე და ნატალია მორჩილაძე
კახეთში იქორწინა ბიზნესმენ და პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძის ვაჟმა. ნიკა ხაზარაძისა და ნატალია მორჩილაძის გრანდიოზული ქორწილი “შატო მუხრანში“ გაიმართა.
თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე
ზაფხულში მესამედ იქორწინა პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ. ცნობილი სახე ჯარჯი თორაძეზე ოფიციალურად დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია 5 ივნისს, პატარძლის დაბადების დღეზე გამართა. შარანგიამ და თორაძემ გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში, “მარანი ჰოლში“ გადაიხადეს. ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.
რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე
2023 წელს მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე დაქორწინდა. რუსკას რჩეული ლაშა მოწონელიძეა, რომელიც ბიზნესის სფეროში საქმიანობს. წყვილი თითქმის ერთი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება. ლუკამ საყვარელ ქალს ხელი იტალიაში სთხოვა, სადაც რუსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
კატო კოპალეიშვილი და ლევან ბასილაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილის უფროსმა ქალიშვილმა, კატო კოპალეიშვილმა ჯვარი დაიწერა. ულამაზესი ცერემონია კახეთში, თელავის რაიონში, Silver lakes farm-ში გაიმართა. წყვილს ჯვარი დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა, მამა ლეონ გელოვანმა. კატო საკურთხეველთან მამამ, კოტე კოპალეიშვილმა მიიყვანა. მშობლების ჯვრისწერის დროს მოინათლა კატოსა და ლევანის შვილიც, ალექსანდრა-მარიამი. კატოს რჩეული ლევან ბასილაშვილია. წყვილმა ურთიერთობის შესახებ 2020 წელს განაცხადა. 2022 წლის ზაფხულში კი შვილი შეეძინათ.