დაშავებულ ძაღლს, რომელიც ბაღდათიდან თბილისში, კლინიკა “ვეტმედში” გადმოიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა. თავის ტვინიდან მას ჰემატომა ამოუღეს, დამტვრეული აქვს ქალის ძვლები. მიუსაფარი ცხოველი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
როგორია მძიმედ დაშავებული ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა – უახლესი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:
“ვინც ელოდებით ჩვენი ბიჭის ამბავს, ოპერაციის შემდგომ ენდოტრაქეული მილი აღარ დაჭირდა, სუნთქავს დამოუკიდებლად, თუმცა ჟანგბადი მაინც მიეწოდება. სიცხე 39 (ძაღლებში ნორმაა), თვალები გაცილებით ჩაუცხრა, შეშუპება გაუნახევრდა. რეაგირებს ხმაურზე, მგრძნობელობა აქვს კიდურებზე. უტარდება სრული მეტიკამენტოზური მკურნალობა. ველოდებით სუნთქვის დასტაბილურებას 🙏🏻❤️ ხო მართლა, ასაკით ოთხ წლამდეა”