Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

ავტოკატასტროფაში მოყოლილი ნანიკო ხაზარაძე – როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი ტელეწამყვანი

February 3, 2021
ავტოკატასტროფაში მოყოლილი ნანიკო ხაზარაძე – როგორ გადაურჩა სიკვდილს ცნობილი ტელეწამყვანი

ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ინტერვიუებს ხშირად არ თანხმდება, თუმცა ის გულახდილი რესპოდენტია. ნანიკო მერიკო კარტოზიას გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდა, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტზე ისაუბრა.

„ყველაზე ცუდად ჩემი ავარია მახსენდება. რომელიც მოხდა 13 წლის წინ ჭავჭავაძეზე. გაჩერებულ მანქანას შემოასკდა სხვა მანქანა და სწრაფად მომავალი დიდი მერსედესის ტაქსი დამეჯახა. მანქანა გაჭრეს და ისე ამომიყვანეს, თუმცა მე ეს არ მახსოვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეს გადაიღო და ჩემი ოჯახის წევრებმა ტელევიზიით გაიგეს, რომ ნანიკო ხაზარაძე ბავშვთან ერთად მოხვდა ავარიაში“ – იხსენებს ტელეწამყვანი.

როგორც თავად ამბობს, გონზე კლინიკაში მოვიდა. ავტოკატასტროფის შემდეგ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაიგო რომ შვიდი კვირის ორსული იყო. „აზრზზე რომ მოვედი, ვიგრძენი რაღაც ცივზე ვიწექი. ქერათქმიანი ქალი დაკუზული, აგრესიული ტონით მეჩხუბებოდა, წამოდი ახლა და გადმოწექიო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მეც დავიწყე ჩხუბი: თავი დამანებე, ცუდად ვარ, მტკივა-მეთქი და კიდევ ერთხელ გავითიშე.

ვგრძნობდი ხელის შეგრძნებას და მესმოდა, ღმერთს როგორ ყვარებიხარ, ორსულად ხარო. ამაზე მოვედი აზრზზე და ბევრი თეთრხალათიანი მედგა თავზე. სახეზე სულ სისხლები მქონდა, ვერ ვხვდებოდი, ასეთ მდგომარეობაში როგორ ვუყვარდი ღმერთს?

ულტრასონოგრაფია გამიკეთეს და მითხრეს 7 კვირის ორსული ხარო. ამას არ ველოდი. მითხრეს ერთ რამეს გთხოვთ, ახლა წადი სახლში და თუ გეტკინება რამე მოდი საავადმყოფოშიო. როცა დამაყენეს ფეხზე ტკივილისგან ცუდად გავხდი, ჩამსვეს მანქანაში, ვზმუოდი ტკივილისგან. მივედი სახლში, ვღრიალებდი, მასულიერებდნენ. დედაჩემმა გადაწყვიტა, ამას ისე ტკივა, მუცელი ეშლებაო, ჩემი ფეხით ჩავედი საავადმყოფოში. გამსინჯა ექიმმა, არ გეშლება მუცელიო, წამოვედი და მთელი ღამე მტკიოდა მუცელი. დილით წავედი ღუდუშაურში. ვიღაც პატარა ბიჭი შემოვიდა, იკითხა პაციენტს რენდგენი გადაუღეთო? ამ დროს ყველა გაჩუმდა. იქ გაირკვა რომ საავადმყოფოდან გამომიშვეს ჩემი ფეხით და ამ დროს მოტეხილი მქონდა მენჯის ძვალი, კოჭი, შარდის ბუშტთან გემატომა. მორფი გამიკეთეს. ინტენსიურში დამაწვინეს.

ტრავმატოლოგები ამბობდნენ, ორთვენახევარი ფეხზე ვერ ადგებაო. მე კი 40 დღეში გავედი სამსახურში. რისი დამსახურებაა არ ვიცი, მოხდა სასწაული. 40 დღეში აბორტი გამიკეთეს, სანამ სახლში მოვედი, ავდექი ფეხზე. გავიარე და დავიწყე სიარული“ – ამბობს ტელეწამყვანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?
  • რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი “რატის ბარში” მომხდარ მკვლელობაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge