Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არცერთი ნათქვამი სიტყვა – ,,მიყვარხარ” , რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად ,,მიყვარდი”, არ არის ,,მიყვარხარ” – ვის მიმართავ გიორგი კეკელიძე

November 26, 2023
“არცერთი ნათქვამი სიტყვა –  ,,მიყვარხარ” ,  რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად ,,მიყვარდი”, არ არის ,,მიყვარხარ” – ვის მიმართავ გიორგი კეკელიძე

არცერთი ნათქვამი სიტყვა – ,,მიყვარხარ” , რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად ,,მიყვარდი”, არ არის ,,მიყვარხარ” – ამის შესახებ მწერალი და პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.

“ადამიანები ერთმანეთის ნარჩენები ვართ, სხვა არაფერი. დავდივართ ამ ნარჩენებით სავსეები. ანუ ერთმანეთით სავსეეები. მანდ სიმძიმეები სხვადასხვაობს ამ ნარჩენების. შენ მძიმე ხარ.
არცერთი ნათქვამი სიტყვა – ,,მიყვარხარ” , რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად ,,მიყვარდი”, არ არის ,,მიყვარხარ”. რადგან არ არსებობს განცდის წარსული. მე ეგრე მჯერა. და მგონი შენც. და თუ ოდესმე სიძულვილად შეიძლება იქცეს სიყვარული, ეგ სწორედ ამ აზრის დასტურია და სხვა არაფერი.
ის, რასაც შენ ქმნი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მინახავს, როცა თვალს ხუჭავ და მღერი, მაშინ ქრები და ცის პარკეტზე ბახის ბახილებით დააბიჯებ. ხალხურია ეგ სიმღერა, მაგრამ ბახილები ბახის. მთელი მაგიაც ხომ ეგ შეხვედრაა. თვალის დახუჭვა კიდევ არის მრავალგვარი და ერთია მათგან – თვალის მოტყუება. და მაგ დახუჭვით თვალს იტყუებ ამ საზარელი, ზედაპირული, გამოფიტული დღეებისგან.
ხოლო სიმღერა დიდი რამეა. როგორც ლექსი. შენ ეგ სიმღერა გექნება ყავარჯნად, მე – სიტყვა. ადამიანი ხომ გარდაუვლად კოჭლი არსებაა და თუ ყავარჯენი აქვს, დიდად გაუმართლა – მით უფრო ასეთი ქარიშხლებისას.
ის ლექსი გახსოვს, ჩემი თხოვნით რომ იმღერეთ და იმ ლექსში ეს ფრაზა: ,,ვის შერჩენია, მე შემრჩეს, გადახდა სოფლის ვალისა”. სოფელი ეგეთია, გაუგებარ ვალს ითხოვს, სულ რომ არაფერი გასესხოს – მაინც.
ჰოდა, ეს წერტილი არ არის. არის ამბები, რომლებიც არც მრავალწერტილს გულისხმობს. უბრალოდ წინადადებაა დავიწყებული სასვენი ნიშნით. რადგან ასე უფრო სჯობს. ასე უფრო ადვილია. უფრო ძნელიც. და უფრო საინტერესო”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “ელენე ხოშტარიას მეგობრები და თანამებრძოლები 14:00 საათზე, პენიტენციურ სამსახურთან ვიკრიბებით და ერთად დაველოდებით მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას” – გიგა ლემონჯავა
  • “ხალხი უზარმაზარ რიგებში დგას, ეს უკვე მეხუთე ბენზინგასამართი სადგურია, სადაც საწვავის ჩასასხმელად მოვედი“ – რუსი ქალი მოსკოვიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge