არ იცი, რა სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს წამებს, როცა ვიღაც დაუმსახურებლად გაყენებს შეურაცხყოფას და შენ ითმენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სასულიერო პირი პეტრე კოლხი წერს.
“თუ ყველა
არ გიყვარს, არაუშავს, ღმერთი უნდა იყო, ყველა ერთნაორად გიყვარდეს, მაგრამ ადამიანი მაინც იყავი და არავინ გძულდეს.
არ იცი, რა სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს წამებს, როცა ვიღაც დაუმსახურებლად გაყენებს შეურაცხყოფას და შენ ითმენ. არა იმიტომ, რომ პასუხს ვერ გასცემ, ან სუსტი ხარ, არა, ყველაზე დიდი ძალა სჭირდება, უპასუხოდ დატოვო შენი მაგინებელი და გზა განაგრძო, რადგან პასუხის დრო სჯობს შენი წარმატებისთვის გამოიყენო… ხშირად უპასუხობა ყველაზე დიდი პასუხია…
ამიტომ აღარ მიაქციო ყურადღება მაგინებლებს, სად გცალია სისულელეებისთვის, წინ უფრო საინტერესო ამბები გელოდება!..”
