ცნობილი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას ავრცელებს:
“შტორმული გაფრთხილება! თვალი ადევნეთ ოფიციალურ ამინდის პროგნოზს, იყავით ყურადღებით და ფრთხილად!
დღეს 26 ნოემბერს, კვირას – საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი დღის ტემპერატურა +20 გრადუსი, სანაპირო კურორტებზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
დღესვე, გვიან საღამოს დაიწყება გაავდრება, ორშაბათს- 27 ნოემბრის ღამესა და სამშაბათის – 28 ნოემბრის დილას შორის, სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ძლიერ ქარს დასავლეთის ძლიერი ქარი შეცვლის 20-25 მეტრი წამში, გაწვიმდება და შესაძლებელია ძლიერი ნალექი, მთებში თოვლი და ქარბუქი.
27 ნოემბერს – აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ დღისით გაავდრდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი და გაწვიმდება.
ტემპერატურა ყველგან მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმი 5 ბალი.
ხანდაზმულებმა და სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებმა გაითვალისწინეთ, რომ 27 ნოემბრის ღამეს ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი.
მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 27 ნოემბერს – მთიან ზონაში შესაძლებელია განვითარდეს მეწყრული პროცესები, მაღალმთიან ზონაში შეიზღუდება ხილვადობა, ზღვაზე მაღალი ღელვის გამო შესაძლოა დაზიანდეს სანაპირო ზოლი, ძლიერი ქარის დროს კი განსაკუთრებით ღამის საათებში თავი სეიკავეთ მაღალი კორპუსების ქვეშ გადაადგილებისგან.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე
აქვე დავამატებ – პროგნოზი დავწერე ვრცალად, შესაბამისად , სულელური კითხვების შემთხვევაში, განსაკუთრებით ,,მართლა ასე გააავდრდება თუ არა” და ქარი დააზიანებს თუ არა ,,თქვენს კორპუსს” მიიღებთ პასუხად ადეკვატურ რეაქციას”
