ანტიოქსიდანტიუახლოეს წარსულში მხოლოდ მწვანე ჩაი ითვლებოდა ყველაზე ეფექტურ ანტიოქსიდანტად. თუმცა დღეისთვის ცნობილია, რომ შავი ჩაიც შესანიშნავად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში.
ჩაი არის არა მხოლოდ უსაფრთხო სასმელი, კალორიულობისა და ნატრიუმის შემცველობის თვალსაზრისით, არამედ ამავდროულად შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტური პოლიფენოლები. ასეთია, მაგალითად, “ჰაისონის” ორგანული ჩაი “ანტიოქსიდანტი”.
ჩაი და გულის დაავადებები
საერთაშორისო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ყველაზე გავრცელებული გულის პრობლემა გულის იშემიური დაავადებაა (კორონარების პათოლოგია), რომლის დროსაც ხდება არტერიების მთლიანი ან ნაწილობრივი დაბლოკვა. ამ დროს გულს სისხლი აღარ მიეწოდება. ქოლესტერინის შემცველი ნადები (ფოლაქები) არტერიებში და ანთება ყველაზე ხშირი მიზეზია ამ დაავადებისა.
ფოლაქების დაგროვება იწვევს კორონარული არტერიების შევიწროებას და შედეგად გულს მიეწოდება ნაკლები რაოდენობით სისხლი. არტერიის სრული დახშობა იწვევს გულის შეტევას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის კონტროლი ორგანიზმში.
სისხლის შედედება
თრომბოციტები თამაშობენ დიდ როლს სისხლის შედედების პროცესში (მაგალითად, სისხლდენის შეჩერება). სისხლის შედედება ასევე ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკსაც. მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ჩაის ექსტრაქტს შეუძლია თრომბოციტების დონის კონტროლი ისე, რომ არ მოხდეს თრომბების წარმოქმნა.
ჩაი და კიბო
მეცნიერული კვლევების მიხედვით ჩაიში შემავალ პოლიფენოლებს, შეუძლია პირდაპირი ზემოქმედებით გაანეიტრალოს კანცეროგენები, რომლებიც კიბოს გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. ჩვენს სხეულს თავად აქვს ფერმენტული სისტემა (ძირითადად ღვიძლში), რომელიც მუშაობს ორგანიზმში ტოქსინებისა და კანცეროგენული ნივთიერებების განეიტრალებაზე. ამ კვლევების მიხედვით ჩაი ზრდის ფერმენტული სისტემის აქტივობას და ამასთან ერთად, ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები კიბოს პრევენციას უწყობენ ხელს.
ჩაი და პირის ღრუს ჯამრთელობა
კბილების კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც კბილის მკვრივი ქსოვილი მინერალებით ღარიბდება, რბილდება, ირღვევა და უჩნდება ღრუ. ნადები კბილის ზედაპირზე წარმოადგენს ბაქტერიების კოლონიას, რომელთაგან ზოგიერთი გადაამუშავებს ნახშირწყლებს და გამოყოფს ორგანულ მჟავებს. ჩაი შეიცავს ფტორის იმ რაოდენობას, რომელიც ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას.
ფტორთან ერთად ჩაი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ასევე კარგია კბილის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.
ჩაი და დიაბეტი
დიაბეტი არის დაავადება, როცა ორგანიზმში ირღვევა გლუკოზის შენახვისა და გამოყენების უნარი. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს პანკრეასი.
დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ორი ძირითადი მიზეზის გამო:
1. თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ძალიან ცოტა ან არასაკმარისი რაოდენობით ინსულინს, ამ შემთხვევაში განვითარებულ დიაბეტს უწოდებენ ტიპი1 შაქრიან დიაბეტს;
2. თქვენი ორგანიზმი ვერ მოიხმარს მის მიერვე გამომუშავებულ ინსულინს, ამ მდგომარეობას უწოდებენ ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს.
ალფა-ამილაზა ხელს უწყობს საკვების გლუკოზად კონვერტაციას მომნელებელ სისტემაში. ჩაიში შემავალი პოლიფენოლები ზღუდავენ ალფა-ამილაზას გააქტიურებას და ამცირებენ სისხლში გლუკოზის დონეს. სხვადასხვა ტიპის კვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის სასარგებლო თვისებები შეიძლება გამოვიყენოთ გულის, პირის ღრუს დაავადებებისა და კიბოს პროფილაქტიკისათვის.
ჩაი და იმუნური სისტემა
იმუნური სისტემა აქტიურდება სხეულში შემავალი უცხო ნაწილაკებით. იმუნური სისტემის გააქტიურება აუცილებელია იმ მავნე მიკროორგანიზმების გასანეიტრალებლად, რომელიც საშიშია ორგანიზმისთვის (მაგ: იმუნური სისტემა ხელს უწყობს ჭრილობის მალე განკურნებას).
ანთებითი პროცესები რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში, თუდაც ჭრილობის არეში, არის ორგანიზმის პასუხი, რომლის დროსაც გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები. ეს პროცესი აუცილებელია მავნე ნაწილაკების გასანეიტრალებლად, მაგრამ ხანგრძლივი ანთებითი პროცესი საზიანოა ორგანიზმისთვის. ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს ანთებითი პროცესის მავნე ზეგავლენას სხეულზე. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩაის კომპონენტები ხელს არ უშლის ანთების ბრძოლას უცხო ნაწილაკებთან, მხოლოდ ანეიტრალებს ამავე ანთების მავნე გავლენას ორგანიზმზე.
ჩაი და ნაწლავის ბაქტერიები
ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცხოვრობს უამრავი მიკრო-ორგანიზმი. ზოგიერთი მათგანი ეხმარება მომნელებელ სისტემას, ამიტომ ეს მიკროორგანიზმები სასრგებლოა ჩვენთვის. თუმცა, არიან ისეთებიც რომლებიც გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ უჯრედების კანცეროგენეზი.
ჩაის მიღება და მისი პოლიფენოლები, ამცირებს მავნე ენტერობაქტერიების გავლენას და ზრდის ლაქტობაცილებისა და ბიფიდობაქტერიების ორგანიზმისთვის სასარგებლო აქტივობებს. ჩაის სმის ერთ-ერთი მომგებიანი შედეგი, სწორედ, მავნე ბაქტერიების სასარგებლო ბაქტერიებით ჩანაცვლებაა.
წყარო:მკურნალი