„თბილისის მერიამ, ნაძვის ხის შესაძენად, ტენდერი გამოაცხადა.
დედაქალაქის ახალი ნაძვის ხე მერიას 720 000 ლარი დაუჯდება. შესყიდვის მიწოდების ბოლო ვადა 15 ნოემბერია.
კრიტერიუმები კი შემდეგია, სატენდერო განაცხადის მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე უნდა იყოს 24 მეტრი. მას 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება. ნაძვის ხე 100 აქსესუარით მოირთვება. მათ შორის იქნება გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავები და ფიფქები, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.
„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 730 000 ლარი. „თბილსერვისმა” შეთავაზება მხოლოდ შპს “ღამის შოუს სტუდიისგან” მიიღო. მან “თბილსერვისს” შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე – 730 000 ლარზე, 10 000 ლარით ნაკლები შესთავაზა. ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან ფორმდება…“ კითხვა განაგრძეთ ბმულზე