Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯანსაღი სასმელი კავკასიელი ხალხებისგან – 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

November 2, 2023
ჯანსაღი სასმელი კავკასიელი  ხალხებისგან – 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

ტრა­დი­ცი­უ­ლი აი­რა­ნი კე­ფი­რის მსგავ­სი ცივი სას­მე­ლია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის, წყლი­სა და მა­რი­ლის­გან. ზუს­ტად არა­ვინ იცის ვინ გა­მო­ი­გო­ნა ეს გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი, მაგ­რამ ით­ვლე­ბა, რომ აი­რა­ნის ფეს­ვე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქეთ­შია. აი­რა­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია რო­გორც ბალ­კა­ნე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­სა და კავ­კა­სი­ა­ში. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მეც­ნი­ე­რებს აინ­ტე­რე­სებ­დათ, რა იყო კავ­კა­სი­ე­ლი ხალ­ხე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის მი­ზე­ზი და მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო მაწ­ვნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენ­და ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რა­ზე და ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

აი­რა­ნის მომ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში აი­რანს თა­ვი­სი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლი აქვს. აი­რა­ნის და­ლე­ვა შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ვე­ბუ­ლი სა­ხი­თაც. მა­გა­ლი­თად, ზა­ფხულ­ში აი­რანს უმა­ტე­ბენ ყი­ნულს, პიტ­ნის ფოთ­ლებ­სა და კიტრს, რათა სას­მე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი გახ­დეს. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის“ აი­რა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბუ­ლია ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, რაც უფრო პი­კან­ტურ გე­მოს ანი­ჭებს პრო­დუქტს.

ჯანსაღი სასმელი კავკასიელი ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტებს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს. ისი­ნი აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რას, აჯე­რე­ბენ ორ­გა­ნიზმს სა­სარ­გებ­ლო ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით, აქვთ ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და აძ­ლი­ე­რე­ბენ იმუ­ნურ სის­ტე­მა­საც კი.

გთა­ვა­ზობთ 6 მი­ზეზს, რომ და­ა­გე­მოვ­ნოთ და შე­იყ­ვა­როთ აი­რა­ნი – სა­ოც­რად გემ­რი­ე­ლი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე და რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის გული მო­ი­გო.

აი­რა­ნი მშვე­ნივ­რად კლავს წყურ­ვილს

თუ ერთხელ მა­ინც გა­სინ­ჯავთ აი­რანს, მის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­კან­ტურ გე­მოს ვე­ღარ და­ი­ვი­წყებთ. აი­რა­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, რო­გორც ცალ­კე სას­მე­ლი – ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად კლავს წყურ­ვილს. უბ­რა­ლოდ გემ­რი­ე­ლი ლან­ჩის შემ­დეგ სცა­დეთ აი­რა­ნი – ის ეხ­მა­რე­ბა საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ბოსტნე­ულს, ხილ­სა და მწვა­ნილს. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის სას­მე­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ცივი სუ­პე­ბი („აკ­როშ­კა“), კოქ­ტე­ი­ლე­ბი, ორი­გი­ნა­ლუ­რი სმუ­ზი და სხვა.

აი­რა­ნი სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის

სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ ძრო­ხის რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ისი­ნი შე­ი­ცავს პრო­ბი­ო­ტი­კებს, რომ­ლე­ბიც სა­სარ­გებ­ლოა ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის­თვის, ასე­ვე ვი­ტა­მი­ნებს, კალ­ცი­უმს, ფოს­ფორს და ბევრ სხვა სა­სარ­გებ­ლო მიკ­რო­ე­ლე­მენტს. აი­რა­ნი არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. უნი­კა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის წყა­ლო­ბით აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას და სა­სარ­გებ­ლოა გა­ცი­ე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, აძ­ლი­ე­რებს სის­ხლძარ­ღვებს და სა­სუნ­თქ სის­ტე­მას, აუმ­ჯო­ბე­სებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას და ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის მდგო­მა­რე­ო­ბას და გა­აჩ­ნია ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც კი. ერ­თა­დერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბა: ვი­საც აქვს მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა, სიფრ­თხი­ლით უნდა და­ლი­ოს აი­რა­ნი.

აი­რა­ნი გეხ­მა­რე­ბათ წო­ნის დაკ­ლე­ბა­ში

ჯანსაღი სასმელი კავკასიელი ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

სხვა ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის სას­მე­ლე­ბის მსგავ­სად, აი­რა­ნი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის ტოქ­სი­ნე­ბის გაწ­მენ­დას და ნაწ­ლა­ვის “კარ­გი” მიკროფ­ლო­რის აღ­დგე­ნას, რაც თა­ვის­თა­ვად ხელს უწყობს წო­ნის კლე­ბას. გარ­და ამი­სა, აი­რანს აქვს ძა­ლი­ან ცოტა კა­ლო­რია და მის­გან წო­ნის მო­მა­ტე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ დი­ე­ტა­ზე ხართ, სცა­დეთ აი­რან­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სმუ­ზის გა­კე­თე­ბა: მა­გა­ლი­თად, ის­პა­ნა­ხით, ბრო­კო­ლით, მწვა­ნი­ლე­ბით (რე­ჰა­ნი, კამა, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, პიტ­ნა) ან ექ­სპე­რი­მენ­ტი ხი­ლით.

აი­რა­ნი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა

აი­რან­ში შე­მა­ვა­ლი ცი­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად შე­ი­წო­ვე­ბა (რძზე უკე­თე­სად). გარ­და ამი­სა, აი­რა­ნი შე­ი­ცავს ცი­ლო­ვან ნა­ერ­თებს, რომ­ლე­ბიც აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ კუ­ჭი­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბას (კერ­ძოდ, აი­რა­ნი ხელს უწყობს კუ­ჭის წვე­ნი­სა და ნაღ­ვლის უფრო აქ­ტი­ურ სეკ­რე­ცი­ას). აი­რა­ნის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად აღ­დგე­ბა ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რა, გა­მო­ი­ყო­ფა ტოქ­სი­ნე­ბი და ნარ­ჩე­ნე­ბი – ეს აუმ­ჯო­ბე­სებს ორ­გა­ნიზ­მის ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას, ამაღ­ლებს იმუ­ნი­ტეტს, ამ­დიდ­რებს ორ­გა­ნიზმს ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით.

აი­რა­ნი გიშ­ვე­ლით ნა­ბა­ხუ­სევ­ზე

ჯანსაღი სასმელი კავკასიელი ხალხებისგან - 6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ აირანი

დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ აი­რა­ნი მოქ­მე­დებს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, თუ მას და­ლევთ ნა­ბა­ხუ­სევ­ზე. ეს ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი რძის სას­მე­ლი ავ­სებს ქსო­ვი­ლებ­ში ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას და კარგ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

აი­რა­ნი დღეგ­რძე­ლო­ბის პრო­დუქ­ტია

ზო­გი­ერ­თი წყა­როს თა­ნახ­მად, აი­რა­ნი ცნო­ბი­ლი იყო ჯერ კი­დევ ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე – ის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­მოც­დი­ლი და დღეს სა­მარ­თლი­ა­ნად იკა­ვებს ად­გილს ძრო­ხის რძე­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სას­მე­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა კე­ფი­რი, ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­მომ­ცხვა­რი რძე, იო­გურ­ტი, მა­წო­ნი და სხვა.

აი­რა­ნის დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხე­ბო­და და ინ­დუსტრი­უ­ლი მას­შტა­ბით წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ მე-20 სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში და­ი­წყო. დღეს აი­რა­ნის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ სუ­პერ­მარ­კეტ­ში. იგი იყი­დე­ბა სხვა­დას­ხვა შე­ფუთ­ვებ­ში.

 

 

წყარო:ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვალუტის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს ხვალ?
  • შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • ემუქრება თუ არა საქართველოს ევროპის მსგავსად რეკორდული სიცხეები? – სინოპტიკოსის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge