„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 3 ნოემბერს, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება.
„3 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში , ფონიჭალის წყლის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 3 ნოემბერს 12:00 საათიდან 4 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
რუსთავის გზატკეცილის N 251-დან N 271-მდე, N 44-დან N 50-მდე, ვაგზლის, მარნეულის, ლომინაძის, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას, დ.აღმაშენებლის, ზემო ფონიჭალის დასახლება, გიგანტის დასახლებას, ზოოვეტის დასახლებას, სოფ.ფონიჭალას და სოფ. კრწანისს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.