ცოტა ხნის წინ შემზარავ ავარიას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ტრაგიკულად დაღუპულ ბავშვებს სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
“როგორ მცხვენია დღევანდელი მზიანი დღის მე რომ გამითენდა💔. ღმერთო, სად წავიდე?💔 სად დავიმალო?💔 რა ვქნა? ვინ ვანუგეშო? რომელი ერთი გავამხნევო ანდა რა ვუთხრა. რა ვუთხრა დედიკოს,💔 მამიკოს?💔 ბაბუებს და ბებიებს? 💔რა ვუთხრა ბიძიებს თვალებით რომ შველას ითხოვენ. 💔ბაჩო, ჩემო ბრჭყვიალა და ბრდღვიალა დემე. რა ვუთხრა კახის?? კახის რა ვუთხრა ბიჭებო? 💔💔ეხლაც რომ გელოდება დემე ცეკვაზე ვაგვიანებთო. როგორ ავუსხნა სალიტას, რომ მას საოცრად საყვარელი მემე და ბაჩი აღარ ყავს? 💔💔💔რომ შეიძლებოდეს სიცოცხლის ჩუქება უპირობოდ გაჩუქებდით ჩემს სიცოცხლეს ჩემო პატარებო🩷🩷🩷. ღმერთო, მძულს ჩემი თავი, ასეთი უსუსური არასდროს ვყოფილვარ…. ასეთი უუნარო…. მეტი არაფერი დამრჩენია, ვილოცებ თქვენთვის და ვატარებ ამ საოცრად, საოცრად მძიმე ტვირთს იმ იმედით, რომ ანგელოზები თავიანთ ბუდეში გაფრინდნენ”