ქლიავი ხეა ან ხისმაგვარი ბუჩქი, მრგვალი, ცოცხისებრი, პირამიდალური ან ოვალური ვარჯით, ერთწლიანი ყლორტი შიშველია ან შებუსვილი, კვირტი ყლორტზე ფოთლის იღლიაში მსხვილი, კონუსური, თავისუფალი ან მიკრული. ეკალი ზოგ ფორმებს აქვს, ზოგს არა.
ყვავილი თეთრი, მოზრდილი ზომის. ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომის. საშუალო ფოთოლი (2,1–8,5): (1,2–5,0 სმ), დიდი ფოთოლი (5,0–12,0):(2,4–7,0 სმ), ფორმით უკუკვერცხისებრი, ოვალური, კვერცხისებრი და ლანცეტა.
ვიტამინების და მინერალების წყარო – ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა წყალში ხსნად ვიტამინს – მასში უხვადაა პრაქტიკულად ყველა B ჯგუფის და C ვიტამინი, ხოლო ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან ქლიავში A და E ვიტამინები შედის.
ქლიავი მდიდარია ანტიოქსიდანტებით – რაც სასარგებლოა ანთების შესამცირებლად და უჯრედების დასაცავად თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
ქლიავი შეიძლება სასარგებლო იყოს გულის ჯანმრთელობისთვის – ქლიავის რეგულარულად მოხმარებამ შესაძლოა დამცავი გავლენა მოახდინოს გულის ჯანმრთელობაზე. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქლიავი ამცირებს წნევას და ქოლესტერინის დონეს, რაც გულის დაავადების ძირითადი რისკ-ფაქტორებია
