ბოლო დროს, ერეკლე II-ის პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საკმაოდ მწვავე, ზოგჯერ არაჯანსაღი რეაქცია გამოიწვია ცალკეული პიროვნებების მხრიდან გამოთქმულმა მოსაზრებებმა. აღნიშნულმა გარემოებამ გამოაცოცხლა ინტერესი ქართლ-კახეთის მეფის პერსონისადმი. და მაინც ვინ იყო მეფე ერეკლე? ნამდვილად არის ის ძლევამოსილი გმირი, “ღერკულეს, უძლეველი მეფეთა და მზისა ქვეშე“, როგორადაც მიიჩნევდნენ მას თანამედროვენი (სოლომონ ლიონიძე), “ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი და თავის დროის მოწინავე კაცი“ (ნიკო ბერძენიშვილი), თუ ყოველივე ეს გადაჭარბებული შეფასებაა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ზურაბ პაპასქირს ვთხოვეთ.
– მცირე საინფორმაციო მასალაში ძნელია ამ საკითხის სრულფასოვანი და ამომწურავი ანალიზი, ამიტომ მხოლოდ ცალკეული, ზოგადი განმარტებებით შემოვიფარგლებით. დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე II ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეფე ქართველ გვირგვინოსანთა შორის. ამ მხრივ ის არაფრით ჩამოუვარდება ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს და თვით მზე-თამარსაც კი. განაგრძეთ კითხვა