კანადაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცლეებს.
“გარდაიცვალა ემიგრანტი კანადაში ახალგაზრდა კახა მამულაშვილი მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო კახა. გლოვა ჩამოსახლდა შენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!
ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში ჰგონია ყველას ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…
წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი ოჯახი
რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა გეცოცხლა?
რა ძნელია ჩემთვის შენზე წარსულში ლაპარაკი.
მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი .
შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს. წახვედი და დატოვე მონატრების დიდი ტკივილი.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად…. კახას სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ… ამ ტკივილს სახელს ვერ დაარქმევ, აქ სიტყვები აზრს და მნიშვნელობას კარგავს…
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული კახა
კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… რა იყო ეს ბედისწერა? საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა…
ღმერთმა ნათელში გამყოფოს , იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ…. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…
“ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო” – წერს შოთო სიხარულიძე.