Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მადონას” სერვიზის საიდუმლო – რატომ უყვარდათ ის დიასახლისებს

October 8, 2023
“მადონას” სერვიზის საიდუმლო – რატომ უყვარდათ ის დიასახლისებს

საბჭოთა პერიოდში “მადონას” სერვიზის შესახებ ყველამ იცოდა. მოოქრული ჭურჭელი, რომელზეც ნახევრადშიშველი ლამაზმანები იყვნენ გამოსახულნი, ოჯახის პრესტიჟისა და კეთილდღეობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. “მადონაზე” ყველა დიასახლისი ოცნებობდა.

გერმანული მაღალხარისხიანი ჭურჭლის შესახებ ინფორმაცია XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. გერმანელმა ოსტატებმა ისეთივე საუკეთესო ხარისხის ფაიფურის დამზადება ისწავლეს, როგორიც ჩინელმა ოსტატებმა იცოდნენ. გერმანული ფაიფურის ექსპორტს კი მრავალწლიანი ისტორია აქვს. გერმანული ფაიფურის მიმართ ინტერესი საბჭოთა ჯარების გერმანიაში შესვლის შემდეგ გაჩნდა. ომის შემდეგ პირველი, რაც გერმანელებმა აღდგინეს, Kahla -ის ფაბრიკა იყო. სწორედ აქ ამზადებდნენ საქვეყნოდ ცნობილ სერვიზს. გერმანიაში წარმოებული “მადონას” სამი მეოთხედი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იყიდებოდა.

madona2-1619672254.jpg

მადონას სერვიზი ძველებურ, დეკორის სტილში იხატებოდა. საინტერესოა მისი დამზადების ტექნიკაც, – კერამიკაზე გამოსახულება ქაღალდიდან გადაჰქონდათ და მაღალ ტემპერტურაზე გამოწვით ფიქსირდებოდა. მზა ჭურჭელი დამახასიათებელი მოოქრული ტექნიკით იხატებოდა. თავისთავად, ფაიფურიც უმაღლესი ხარისხის იყო. მზადდებოდა ჩაის, ყავისა და სასადილო სერვიზები.

madona3-1619672281.jpg

მადონას სერვიზი საბჭოთა კავშირში პირველად სამხედრო ოფიცრებმა შემოიტანეს. გერმანული ფაიფური განსაკუთრებით გენერლების ცოლებმა შეიყვარეს. სწორედ მათ დაამკვიდრეს მოდა “მადონაზე”. ამით სურდათ, ხაზი გაესვათ თავიანთი წარმომავლობისა და შესაძლებლობისთვის. “მადონას” პოპულარობის პიკმა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მიაღწია.გადამყიდველების გარდა “მადონას” შეძენა საკომისიო მაღაზიებშიც შეიძლებოდა. მიზერულ რაოდენობის საქონელი კოლოსალურ თანხად იყიდებოდა. მაგალითისთვის, ჩაის სერვიზი 6 პერსონაზე 180 მანეთი ღირდა. ჩაის, ყავის ან სასადილო სერვიზს 12 პერსონაზე კი 300-600 მანეთის ფარგლებში შეიძენდით. 1995 წელს “მადონას” წარმოება შეწყდა.

დღესდღეობით “მადონას” ამზადებენ პოლონეთსა და ჩეხეთში. თუმცა, ახლანდელი სერვიზი ძველებურს ხარისხით საკმაოდ ჩამორჩება.თუმცა, “მადონაზე” მოთხოვნა დღესაც შეინიშნება. გაზეთებში ხშირად შეხვდებით განცხადებებს: “შევიძენ გედეერის მიერ დამზადებულ მადონას სერვიზს”. ძალიან ბევრს სერვიზი კოლექციისთვის სჭირდება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იშვიათი, მუქ ლურჯ ფერში შესრულებული კობალტის სერვიზი.

madona13-1619672304.jpg

პოპულარობის გამო “მადონას” წარმოება უამრავმა მცირე ფაბრიკამ დაიწყო, მაგრამ მცოდნეები ნამდვილსა და მიმსგავსებულს მარტივად არჩევდნენ ერთმანეთისგან. განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა სამარკო ნიშანს, რომელსაც ფაიფურის ფაბრიკები მე-18 საუკუნიდან იყენებდნენ.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • „თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა“ – გერმანიის ელჩი საქართველოში
  • “ჩემი სიცოცხლის მანძილზე, არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებში და ვაინახებში, ნუ საერთოდ კავვასიურ ერებში, ის რომ კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge