Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებისთვის – რა ვალდებულებები დაეკისრება ავიაკომპანიებს

October 21, 2026
კარგი სიახლე – ინფორმაცია მათთვის ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავს

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ.

რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, რვამ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ახალი წესების ერთ-ერთი მთავარი სიახლე ავიაბილეთის ღირებულების სრულად დაბრუნების ვალდებულებაა, მათ შორის იმ საკომისიოს ჩათვლით, რომელიც მგზავრმა ბილეთის დაჯავშნისას შუამავალ კომპანიას გადაუხადა. წესები ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ფრენებს უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით ახორციელებენ.

რეგულაციის მიხედვით მიხედვით, ევროკავშირის მასშტაბით მგზავრებს თანხის დაბრუნების მოთხოვნა ერთიანი სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ფორმა ტრანსპორტის ყველა ტიპზე გავრცელდება. მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების უფლება 14 დღის განმავლობაში ექნებათ. თანხის ანაზღაურების ვალდებულება გავრცელდება შუამავალ კომპანიებზეც, მათ შორის ტურისტულ სააგენტოებსა და ბილეთების დაჯავშნის ონლაინპლატფორმებზე. წინა კანონმდებლობაში მათი პასუხისმგებლობა მკაფიოდ განსაზღვრული არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ შუამავალი კომპანია თანხას დადგენილ ვადაში არ დააბრუნებს, ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიას დაეკისრება.

ახალი რეგულაცია ასევე აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრების უფლებების დაცვას. საჭიროების შემთხვევაში, მათ თანმხლებ პირებს თვითმფრინავით უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. მსგავსი წესი უკვე მოქმედებს ავტობუსებით, მატარებლებითა და გემებით მგზავრობისას.

ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაცია ეფუძნება ივლისში მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც თვითმფრინავის მგზავრების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები თანხის დაბრუნების პროცედურების გამარტივებასა და ავიაკომპანიებისთვის ბილეთის ფასში ერთი ერთეული ხელბარგის უფასოდ შეტანის ვალდებულებას ითვალისწინებს.

მგზავრებს უფლება ექნებათ თვითმფრინავის სალონში დამატებითი საფასურის გარეშე შეიტანონ ერთი მცირე პირადი ნივთი, მაგალითად, ხელჩანთა ან ზურგჩანთა, რომლის ზომა 40 × 30 × 15 სანტიმეტრს არ აღემატება ან რომელიც წინა სავარძლის ქვეშ თავსდება.

ევროპარლამენტის თავდაპირველი წინადადება, რომელიც დამატებით 7 კილოგრამამდე ხელბარგის უფასოდ გადატანას ითვალისწინებდა, საბოლოო რეგულაციაში არ აისახა.

ამასთან ახალი რეგულაცია ეროვნულ საზედამხედველო ორგანოებს დამატებით უფლებამოსილებებსაც ანიჭებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მგზავრთა უფლებების შესაძლო დარღვევები საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ, ჩაატარონ აუდიტი, ინსპექტირება და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან გასაუბრებები.

ახალი წესების ამოქმედება 2027 წლის 23 ოქტომბრიდან იგეგმება. მანამდე რეგულაციას ევროკავშირის საბჭოს ფორმალური დამტკიცება სჭირდება, რის შემდეგაც დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. ამ დრომდე მგზავრთა უფლებების დაცვის მოქმედი კანონმდებლობა ძალაში რჩება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვის ეწოდება მტერი” – ვრცელდება პატრიარქის ქადაგება
  • კარგი სიახლე მოგზაურობის მოყვარულებისთვის – რა ვალდებულებები დაეკისრება ავიაკომპანიებს
  • „ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?“ – გვარამია პარტიების აკრძალვის სარჩელზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge