Saturday, June 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

(ვიდეო) ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით თაღლითობა – მათ ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუეს

January 13, 2021
(ვიდეო) ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით თაღლითობა – მათ ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუეს

ბოლო პე­რი­ოდ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არა­ერ­თხელ გახ­დნენ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლნი. ცოტა ხნის წინ გახ­მა­ურ­და ფაქ­ტი, რო­დე­საც ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის გია ჯა­ჯა­ნი­ძი­სა და ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის სა­ხელს ამე­რი­კის ყალ­ბი ვი­ზე­ბის დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით იყე­ნებ­დნენ. მა­შინ თაღ­ლი­თუ­რი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს. ახ­ლა­ხანს კი ცნო­ბი­ლი გახ­და ახა­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ – “ლა­ტა­რია”, რომ­ლის მსხვერ­პლი ლელა წურ­წუ­მია და სოფო ნი­ჟა­რა­ძე გახ­დნენ, გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რია და მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყავს.

(ვიდეო) ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით თაღლითობა - მათ ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუეს

ერთი თვის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ზე” სოფო ნი­ჟა­რა­ძის ყალ­ბი გვერ­დით ლა­ტა­რია შედ­გა. გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა უხმო ვი­დეო, სა­დაც სოფო ნი­ჟა­რა­ძე და მომ­ღე­რა­ლი გიგი ადა­მაშ­ვი­ლი ჩან­დნენ. მომ­ღერ­ლის ყალ­ბი გვერ­დი ითხოვ­და, რომ გულ­შე­მატ­კივ­რებს ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და­ე­წე­რათ ნე­ბის­მი­ე­რი რი­ცხვი, შემ­დგომ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ კონ­კრე­ტულ სა­იტ­ზე, შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შე­არ­ჩევ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბულს, რო­მე­ლიც მი­ი­ღებ­და 5 ათას დო­ლარს. ფეიკ-გვერ­დი “ლა­ტა­რი­ის” დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­უქ­მდა.

 

თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის შემ­დე­გი მსხვერ­პლი ლელა წურ­წუ­მია აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა, მისი სა­ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ყალ­ბი გვერ­დი მხო­ლოდ ფულს არა, მან­ქა­ნას და ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივ­თებ­საც ათა­მა­შებ­და. მათი მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ხალ­ხს კი, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან თან­ხა ჩა­მო­ეჭ­რათ.

(ვიდეო) ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით თაღლითობა - მათ ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუეს

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ხალ­ხი ბრმად და­ი­ჯე­რებ­და ყალ­ბი გვერ­დის მიერ გა­თა­მა­შე­ბულ ლა­ტა­რი­ას, თუმ­ცა, დღეს საქ­მემ იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღო, რომ საქ­მით პო­ლი­ცია და­ინ­ტე­რეს­და:

(ვიდეო) ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის სახელით თაღლითობა - მათ ასობით ინტერნეტმომხმარებელი მოატყუეს

– ლე­ლას ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე, ასე­ვე ჩემს ფე­ის­ბუქ­ზე ყო­ველ­დღე გვიგ­ზავ­ნიდ­ნენ სქ­რი­ნებს, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რა­ღაც გა­თა­მა­შე­ბა და ხალ­ხი ვი­თომ ფულს იგებ­და. თა­ვი­დან არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, ვნა­ხე ეს ვი­თომ გა­თა­მა­შე­ბის ლა­ი­ვი, ლე­ლას სა­ხე­ლით შექ­მნილ ყალბ გვერ­დზე, თა­ნაც ვი­დეო, რო­მელ­საც უშ­ვებ­დნენ ჩვე­ნი ერთი წლის წი­ნან­დე­ლი ლა­ი­ვი იყო, სრუ­ლი­ად სხვა თე­მა­ზე.

ციფ­რო­ბა­ნა ჰქვია გა­და­ცე­მას, რა­ღაც ციფ­რებს წერს ხალ­ხი კო­მენ­ტა­რებ­ში და შემ­დეგ სა­იტ­ზე სთა­ვა­ზო­ბენ რე­გის­ტრა­ცი­ას, რის შემ­დე­გაც ფულს აჭ­რი­ან.

თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დე, რომ ლე­ლას აქვს ერთი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი, რო­მელ­საც აქვს ლურ­ჯი ნი­შა­ნი, ე.წ ვე­რი­ფი­კა­ცია. იმ­დე­ნი მწერ­და, მივ­ხვდი, რომ ეს ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ უყუ­რებს სად და რას თა­მა­შო­ბენ. ლე­ლას “ინ­სტაგ­რა­მის” გვერ­დზეც დავ­წე­რეთ და მეც ჩა­ვერ­თე ლა­ივ­ში ჩემი პრო­ფი­ლი­დან. ამის შემ­დეგ ლე­ლას პო­ლი­ცი­ი­დან და­უ­რე­კეს და და­კი­თხვა­ზე დაგ­ვი­ბა­რეს.

ეს უკვე თა­მა­ში აღარ არის, გან­წყო­ბებს ქმნი­ან ჩვენს მი­მართ, ვი­ღა­ცებს ჰგო­ნი­ათ, რომ ფული გვაქვს მათ­თვის მი­სა­ცე­მი. მე­უბ­ნე­ბი­ან რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი თა­ვი­ანთ ჯგუ­ფებ­ში აზი­ა­რე­ბე­ნო, ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი. მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა, ბიჭო, ჩემ­მა ნაც­ნობ­მა თქვე­ნი გა­თა­მა­შე­ბა მო­ი­გო და ფული თქვენ უნდა მის­ცე­თო?

– თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც ფულს იგებ­დნენ?

– ყვე­ლა­ფერს. ყალბ სა­ი­ტებს რომ ვა­სა­ჩივ­რებ­დით, ცვლიდ­ნენ და ახალ-ახალ სა­ი­ტებს ქმნიდ­ნენ. ეს უკვე ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჯგუფ­თან გვაქვს საქ­მე და ერთი კაცი ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

– რა მა­სა­ლე­ბი გაქვთ პო­ლი­ცი­ის­თვის?

– ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა დაგ­ვიგ­როვ­და – ლე­ლას ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორს აქვს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ყვე­ლა­ფერს მი­ვაწ­ვდით პო­ლი­ცი­ას.

– პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდით თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი?

– დიახ, პირ­ვე­ლად გვაქვს ასე­თი შემ­თხვე­ვა. ისეთ სა­ხე­ებს ირ­ჩე­ვენ ვინც ძა­ლი­ან დიდ ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს ხალ­ხში. თა­ვი­დან ლე­ლამ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია და და­წე­რა არ ენ­დო­თო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო და­წე­რა არ შვე­ლის.

წყარო: ambebi.ge

Tags: ლელა წურწუმიასოფო ნიჟარაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საავადმყოფოშიც ამოვყავით თავი…“ – რას წერს გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი
  • 1-ლი ივლისიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება – დეტალები
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge