გზის პირას გაჩერებული მანქანა, დაშვებული საბურავი, ავარია – ეს სიტუაციები ყველა მძღოლისთვის წარმოუდგენლად სტრესულია. ასეთ მომენტებში ერთადერთი სწორი გამოსავალი ევაკუატორის მომსახურებაა. ეს ყველა ჩვენგანმა კარგად იცის, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო და მით უფრო, სტრესულ სიტუაციაში მოხვედრისას, შეიძლება დავიბნეთ და სწრაფად მოქმედება გაგვიჭირდეს. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ევაკუატორის გამოძახების შესახებ უნდა იცოდეთ.
ევაკუატორის გამოძახება რამდენიმე მიზეზით შეიძლება გახდეს საჭირო:
საწვავის მიტანა
მანქანისთვის პროფილაქტიკური დახმარების გაწევა
აკუმულატორების ადგილზე მიტანა
ნასვამი მძღოლის სერვისი
საბურავების შეცვლა
ავარიისას დაზიანებული
ტრანსპორტის გადატანა
მძიმე ტვირთის გადატანა და სხვ.
პირველ რიგში, იზრუნეთ უსაფრთხოებაზე
სანამ ტელეფონს მოიმარჯვებთ ევაკუატორის გამოსაძახებლად, დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი მგზავრები უსაფრთხოდ ხართ. თუ შესაძლებელია, მანქანა გზის პირას დააყენეთ, ჩართეთ ავარიული შუქები და გარეთ გადმოდით. თუ ავარიაში მოყევით, უპირველესად, თქვენი დაზიანებები შეაფასეთ და მანქანის მდგომარეობა შემდეგ შეამოწმეთ. უსაფრთხოება ყოველთვის თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
შეარჩიეთ სწორი ტექნიკა
როგორც ვთქვით, ევაკუატორის გარეშე გაუთვალისწინებელი საგზაო შემთხვევებიდან გამოსვლა დღეს თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ ისიც, რომ ასეთ მომენტებში ჩვენს დახმარებას მხოლოდ სწორად შერჩეული ტიპის ევაკუატორი შეძლებს. ამისთვის კი საჭიროა, წინასწარ გქონდეთ შექმნილი წარმოდგენა სხვადასხვა მახასიათებლებისა და დანიშნულების ტექნიკის შესახებ.
როგორც ზევით ვთქვით, ევაკუატორი ავარიის, საგზაო წესების დარღვევის, მანქანების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვისთვის გამოიყენება. დატვირთვის მეთოდი ის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც ევაკუატორის შერჩევისას გაითვალისწინება. ამ ნიშნით ევაკუატორის ოთხი ძირითადი ტიპი გამოიყოფა:
ბუქსირებადი სატვირთო
მანქანა ჯალამბრით
ევაკუატორი პანდუსებით ავტომობილების ჩასატვირთად
ამწე მანიპულატორით აღჭურვილი ევაკუატორი და სატვირთო მანქანა ნაწილობრივი დატვირთვით
რა ტიპის ევაკუატორები არსებობს?
ნაწილობრივი დატვირთვის ევაკუატორი: ასეთი ტიპის ევაკუატორის პლატფორმაზე ავტომობილი მხოლოდ ერთი წყვილი ბორბლით თავსდება. ეს მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა, რის გამოც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.
სრული დატვირთვის ევაკუატორი: ამ ტიპის ევაკუატორებში დიზაინის მიხედვით განარჩევენ სტაციონალურ და მოცურების პლატფორმით აღჭურვილ სისტემებს.
ევაკუატორები ავტო დილერებისთვის: ევაკუატორების ეს ტიპი ჰიდრავლიკური სატვირთო მანქანებია, რომლებიც მოცურების პლატფორმითაა აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ მას ერთდროულად რამდენიმე მანქანის გადაყვანა შეუძლია: როგორც დაზიანებულის, ისე დამოუკიდებლად მართვადის.
სატვირთო მანქანა ჯალამბრით: განკუთვნილია მიწის დაბალი დისტანციით მანქანების ჩასატვირთად. ზოგიერთი მათგანი მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლებითაც არის აღჭურვილი. ამ ტიპის ევაკუატორები საუკეთესო არჩევანია ავტო დილერებისთვის, რომლებსაც ერთდროულად ათეულობით ავტომობილის გადაზიდვა უწევთ.
ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორი: აღნიშნული ტიპის ევაკუატორების გამოძახება ავარიის შედეგად დაზიანებული მანქანის ჩასატვირთად არის საუკეთესო ვარიანტი. ამწე მანიპულატორი ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტის დროულად გადაყვანას ამარტივებს.
შეჯამება
ევაკუატორის გამოძახება სხვადასხვა მიზნით შეიძლება დაგვჭირდეს. მნიშვნელოვანია, ასეთ მომენტებს წინასწარ მომზადებული დავხვდეთ და საკუთარ თავს დაბნევის საშუალება არ მივცეთ, სწორად შევაფასოთ ჩვენი საჭიროებები და შესაბამისი ევაკუატორი გამოვიძახოთ.
წყარო: sknews.ge