Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სიმართლე იციან შვილებმა და ალბათ ისინი ეტყვიან გამოძიებას“ – რა გახდა ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი

September 26, 2023
„სიმართლე იციან შვილებმა და ალბათ ისინი ეტყვიან გამოძიებას“ – რა გახდა ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი

26 სექ­ტემ­ბერს, გამ­თე­ნი­ას, ქა­ლაქ ბოლ­ნის­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნით ჯერ მე­უღ­ლე მოკ­ლა, შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ. რო­გორც ჩანს, ერთ-ერთი ბავ­შვი ცდი­ლობ­და მო­ჩხუ­ბა­რი მა­მის გა­ჩე­რე­ბას, რა დრო­საც მან და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში მი­ი­ღო, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ. ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

უფრო მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს ქა­ლაქ ბოლ­ნი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ბა­ტონ დი­მიტ­რი მო­დე­ბა­ძეს:

“დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და, გამ­თე­ნი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე მოხ­და ეს სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა. მოკ­ლუ­ლია 40 წლამ­დე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი მისი მე­უღ­ლე. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მან თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი.

იქ შე­სუ­ლებს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა. ახალ­გაზ­რდა ქალი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ამო­ღე­ბა მოხ­და. ამ პრო­ცესს რო­გორც მოწ­მე ვეს­წრე­ბო­დი, ამო­ი­ღეს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი – დანა. კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თეთ და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა გე­ტყვით საქ­მის დე­ტა­ლებს. რო­გორც ვიცი, მათ 4 წე­ლია ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ ბინა ბოლ­ნის­ში. ეროვ­ნე­ბით სომ­ხე­ბი არი­ან, ახალ­ცი­ხი­დან. არ ვიც­ნობ­დი არც გო­გოს და არც მის მე­უღ­ლეს. ორი შვი­ლი ჰყავთ. ბოლ­ნი­სის სკო­ლა­ში და­დი­ან. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბის­გან ვიცი, მოკ­ლუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მუ­შა­ობ­და კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­თან არ­სე­ბულ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, წე­სი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ბავ­შვე­ბის თვალ­წინ. ბავ­შვს ფეხ­ზე აქვს მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა, შვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აშ­ვე­ლებ­და… დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, რად­გან არ ვიცი. ბავ­შვი გა­მო­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ და ალ­ბათ ის იტყვის უფრო მეტ დე­ტალს. შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ამო­ი­ღეს და ოთახ­ში იყო ცხე­და­რი. მა­მა­კა­ცი გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში. ბავ­შვს ფეხი შეხ­ვე­უ­ლი ჰქონ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი. ნა­ქი­რა­ვე­ბი სა­დაც ჰქონ­დათ ბინა, იქა­უ­რი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­მა­კა­ცი სა­მუ­შა­ოდ იყო სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი, მერე დაბ­რუნ­და და ბოლ­ნის­ში მუ­შა­ობ­და, კა­ფე­ლის ხე­ლო­სა­ნი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და ცოლს სურ­და სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა, რომ ამ პრობ­ლე­მის­თვის მი­ე­ხე­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გახ­და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი. ხმა­ურ­ზე მე­ზობ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ ბი­ნა­ში და ეს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ. სი­მარ­თლე იცი­ან შვი­ლებ­მა და ალ­ბათ ისი­ნი ეტყვი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს, მათ ფსი­ქო­ლო­გე­ბი გა­უ­წე­ვენ შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას. მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ვნა­ხოთ რას და­ად­გენს პო­ლი­ცია”.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 11 პრი­მა 118-ე მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვარშავაში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს
  • გორში, მამამ საკუთარი, 9 წლის შვილი გააუპატიურა, სექსუალური კავშირის სანაცვლოდ კი 10 ლარს სთავაზობდა
  • 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge