ქუთაისში ახალგაზრდა ექიმი მონიკა დანელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურმა ცენტრმა საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” გაავრცელა.
გარდაცვლილ ექიმს ახლობელი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება:
“ეს საშინელი უსამართლობა, ბოროტება და სისასტიკეა. Ალბათ უამრავი ადამიანი იტყვის რომ ღმერთს საუკეთესოები მიყავსო, ამაზე საშინელი ვითომდა მანუგეშებელი სიტყვათა წყობა იშვიათად მეგულება.
საუკეთესო დედა, მეუღლე, შვილი, მეგობარი და ექიმი რომ იყო ამიტომ უნდა ეცოცხლა ძალიან დიდხანს, იმ დროს როცა უამრავი არაადამიანი ამძიმებს დედამიწას. Მონიკას საუკეთესო შვილები უნდა აღეზარდა და კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაერჩინა და გაეხანგრძლივებინა. კაი რომ ვერაფერს შევცვლით სიტყვებით და ვერც საქმით, ნეტავ შეიძლებოდეს.
თუ ამას სამყაროსთვის შეუცნობლობის სამართალი ქვია, მაშინ მიმიფურთხებია ასეთი სამართლისთვის. Არც სამართალი ყოფილა და არც კანონზომიერება, არც ძალა და არც სიყვარული.
მიხარია, მეამაყება და ძალიან მტკივა რომ ვიცნობდი.