“ხაბეიშვილი გადაიქცა ქურქუმალ ვალინკად” – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
“გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა სტიქიური უბედურების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება სცადეს. ისე გვიკითხავდნენ ლექციას გეოლოგიასა და გლაციოლოგიაში, რომ ერთხელაც არ ჩათვალეს საჭიროდ შოვში, ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის გაცნობა. სამაგიეროდ, სადაც კი წვიმა წამოვა, ყველგან ხაბეიშვილს ელოდებიან. ეს ადამიანი გადაიქცა “ქურქუმალ ვალინკად” – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.