Sunday, August 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

აფხაზ ბლოგერს წარსულში თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა დროსაც მას მოღალატე უწოდეს – დაურ ბუავას საქმის ადვოკატი

August 30, 2026
აფხაზ ბლოგერს წარსულში თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა დროსაც მას მოღალატე უწოდეს – დაურ ბუავას საქმის ადვოკატი

დაურ ბუავას საქმის ადვოკატის ინფორმაციით, აფხაზ ბლოგერს წარსულში თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა დროსაც მას მოღალატე უწოდეს. როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს, ინფორმაცია ამის შესახებ მოწმეებისგან მიიღო და გამოძიებასაც გაუზიარა.

“ჩვენ გავარკვიეთ ამ ეტაპზე რამდენიმე ფაქტი, რომელიც იყო წარსულში, ეს იყო როგორც ფიზიკური შეურაცხყოფა ამ მუქარებიდან გამომდინარე, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. გამოძიებას მივაწოდეთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და ეს დასადგენი და გამოსაძიებელია, მონაწილე პირები, როგორც მე მაქვს ინფორმაცია მოწმეებისგან, იყვნენ უცხოეთის მოქალაქეები… მოწმემ როგორც მომაწოდა ინფორმაცია, მისმა მეგობარმა, დაურ ბუავამ უთხრა, რომ ისინი ეძახდნენ მოღალატეს და ა.შ.” – მბობს დაურ ბუავას საქმის ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი TV ფორმულას ეთერში.

აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ 3 პირი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ვალერია კირლიუკი გუშინ დააკავეს. მას განსაცდელში მიტოვებას ედავებიან. შსს-ს ცნობით, კირლიუკი და ბუავა მეგობრები იყვნენ.

“ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს” – აცხადებს შსს.

კიდევ 2 პირი დღეს დააკავეს. შსს აცხადებს, რომ გამოკითხვებით დასტურდება ორივე დაკავებულის ნაცნობობა დაურ ბუავასა და მის მეგობარ ქალთან. უწყების განცხადებითვე, მათ ბუავას მეგობარ ქალს “ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცეს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღევანდელი ბრძოლა არის ის, რომ 100 000 რუსი შემოედინება ამ ქვეყანაში, ისე, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს” – სალომე ზურაბიშვილი
  • რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოს პირველ სექტემბერს, დღის პირველ საათზე დატოვებს და მესამე ქვეყანაში გაემგზავრება
  • აფხაზი ბლოგერის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს – მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge