მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის რჩევები მათთვის, ვისაც ძლიერმა ქარმა და ელჭექმა ქუჩაში მიუსწრო.
„📌 შეიძლება უცებ ვინმემ ნახოს და გამოადგეს, იყოს აქ, აქტუალურია:
❗️როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?
📌 პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.
🔻 თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.
🔻 ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით – მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.
🔻 გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.
🔻 არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.
🔻 მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.
🔻 თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია – არ გადახვიდეთ ავტომობილიდან“, – აღნიშნავს ის.