ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს 8 აგვისტოა და საქართველოს ისტორიაში მერამდენე ტრადედიის მოწმეები გავხდით.
არც ვიცი, იღბალია ეს თუ უიღბლობა, საზარელ რეალობას თვალებში რომ უყურებ და დიდი სურვილის მიუხედავად ვერაფერს ცვლი. მიზეზებზე აღარ გადავალ.
ერთი კვირის წინ, ამერიკის მთებში დაკარგულ და გადარჩენილ მოზარდებზე ნიუსს ვკითხულობდი. არ ვიცი, რამ მომიარა, მატარებლიდან ჩამოვედი და მაშას დავურეკე, ტყეში რომ რამე მოხდეს და დაიკარგო, შემპირდი, რომ სპეციალური ‘რუკზაკის’ გარეშე დეასთან ერთად ტყეში არ წახვალ, დეა რომ დაიბნეს, შენ უნდა იყო მზად, გამოაღწიო. დეა მეჩხუბა, ბორჯომში რომ წავიყვანო, განა რა ტყეა, ნერვებს რატომ მიშლიო, მაგრამ მე და მაშამ დავიწყეთ ჩამოთვლა, ამ საგანგებო საზურგე ჩანთაში რა უნდა ედოს: კომპასით ორიენტაცუა როგორ გაარკვიოს, თუ კომპასი არ ექნება, წყალი, საბანი, ვაშლი ან ბანანი, თხილი. მაშამ მითხრა, ‘тревожный рюкзачок’ში რაღაც გამოგრჩაო, აუცილებლად უნდა იდოსო- სასტვენი. რომ დაიკარგო, ან მიწისძვრა იყოს, სასტვენს უნდა მისწვდე, რომ მაშველებმა გიპოვონო.
მახსოვს, ბათუმში სასტუმრო რომ იწვოდა, გოგოები ლიფტში გაიჭედნენ, ელემენტარული წესი არ იცოდნენ, რომ
ხანძრის დროს ლიფტში არ უნდა შეხვიდე.
ყველგან, სადაც ექსტრემალურ ადგილებში ვარ ნამყოფი, მპგზაყრობისას თუ ცხოვრებისას, საგანგებო სიტუაციისთვის გათვალისწინებული ინსტრუქცია წითლად წერია.
ზღვა იქნება – წითელი დროშებია და უზარმაზარი წარწერები; მთა იქნება – ყველვან წარწერები და არ გიშვებენ მთაში, თუ ინსტრუქციას არ გიხსნიან ან გამყოლს გატანენ; ნაკრძალი იქნება – ინსტრუქციას გაკითხებენ და ა.შ.
სკოლებში ისწავლება, როგორ უნდა მოიქცე საგანგებო სიტუაციის დროს. და კიდევ.
13 წლის ვიყავით, 1989 წელი იყო, შოვში ვისვენებდით, სამთო ქიმიის ‘მთის ბროლში’.
გვერდით გიჟი მდინარე ჩამოდიოდა. ზედ სველი მორი იყო, ტყეში გადასასვლელად.
მე, დეა და ჩვენი იქვე გაცნობილი მალვინა ტყეში დავდიოდით სოკოებზე და სასეირნოდ.
ერთ დაბრუნებაზე ტყიდან, ფეხი დამისხლტა ქვაზე და მდინარეში ჩავვარდი. არფ იფიქრებდი, რომ იმ მდინარეს სიღრმე ჰქონდა. ჩავვარდი და გავიჭედე. ვერ ვმოძრაობდი, თავზე წყალი მეფარებოდა, მახსოვს, ის გამჭვირვალე წყალი, მზეს ვხედავდი და წყალს ვყლაპავდი და ჰაერი აღარ მყოფნიდა, ზედ თავზე გადადიოდა გიჟივით ის კრიალა წყალი, მზე მინათებდა ამწყლის ფარდიდან და ვერც ვყვიროდი, პირი ყელი წყლით მქონდა სავსე, ვერც ვფართხალებდი, ქვებს შორის გავიჭედე. წყლის და მზის გარდა ვერაფერს ვხედავდი და მივხვდი, ვიხრჩობოდი, მახსოვს, ვფიქრობდი- აი, ასე იხრჩობიან თურმე.
დეა ვერც მიხვდა, რომ ვკვდებოდი. მალვინა მიხვდა და თმებზე მომქაჩა, არ ვიცი, რა ძალა ეყო, წყლიდან შეძლო ჩემი ამოთრევა. ის გრძნობა, თმაში რომ მწვდა, ახლაც მახსოვს, რომ მივხვდი, ვიღაც მათრევდა ზემოთ, მთელი სხეულით რაც შევძელი, სველ ქვებს ვწვდი და მალვინას დახმარებით ამოვბობღდი, თან ჯინსები დაჯემპრი მეცვა, მძიმე იყო და ქვემოთ მიმათრევდა ისევ.
დეა გიჟივით იცინოდა, რას იცინი, ვკვდებოდი, ვუთხარი, ფორთხვით რომ ამოვედი ნაპირზე. მალვინამ ქვიდან ქვაზე იხტუნავა, რომ ამოვეთრიე.
რომ მ ოვედით ჩვენს მშობლებთან – სოფიკო თვეების იყო, ივლისი იდგა, დედაჩემმა რომ ჰკითხა მალვინას, კი მაგრამ, ამ ტანსაცმელში როგორ ამოათრიე? მალვინამ – ვიცოდი, რომ მდინარიდან თმებით უნდა ამოათრიო ადამიანი.
მე ვთვლი, უფროსების უზარმაზარი ვალდებულებაა, საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა ასწავლონ ბავშვებს.
კიდევ ბევრი, ბევრი მომენტის გახსენება შემიძლია, როცა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და უცოდინრობის გამო, ეს არ მოხდა.
რადგან უცოდინართა ქვეყანაში, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური არ გვაქვს. და არც საგანგებო სიტუაციის დროს საგანგებო პროტოკოლის გეგმა ა, ბ, და ა.შ განგაშის სამაახურის ჩართვის პროტოკოლიც არ გაგვაჩნია.
ომის დროს მტერს დანა ჩანგლით ვხვდებით, სტიქიის შედეგან გაქცეულ ვეფხვებს აშმალახათი და ტოტით ვიგერიებთ, ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე კი დღის წესრიგში არასოდეს დგას. მაშინაც კჯ, როცა მთის ვიწრო გზებზე, მთვრალი ხალხი ზის საჭესთან და სამარშრუტოები ზღვარს ზემოთ სიჩქარის გადაჭარბებით გზის წვერზე, უფსკრულის წვერზე, არაადექვატურად დაჰქრიან, ბავშვები კლდეებიდან წყალში ხტებიან და ქვებს ასკდებიან, მთის კურორტზე ზვავის პირობებში თხილამურებზე ერთობიან, ზღვაზე კი ელემენტარული წესების დაცვაც კი არავინ იცის და ღამე წყალში შედიან- რასაც მეც ვაკეთებდი.
მეუბნებიან ხოლმე – რა იყო, დაბერდი, რა ყველაფრის გეშინია.
კი არ მეშინია, წინდახედული ვარ და უაზრო რისკზე არ მივდივარ, რადგან შესაძლო შედეგი ვიცი. აღარც ტრასაზე ვაჭარბებ სიჩქარეს- არადა 25 წლის ასაკში გიჟივით ვატარებდი და სერიოზული ავარიაც გავიჩალიჩე, აღარც პარაშუტით გადმოხტომაზე ვფიქრობ და დაივინგზე, კრუიზებზე და ოკეანეში იახტით გასეირნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ბრუკლინის ხიდიდან პლაჟამდე პატარა ფერით-გემით- არ მივდივარ, ღია ოკეანეა და არ ვენდობი დინებებს. და ჩემი მეექვსე სართულის უფროსი მეგობარი ქალი სულ მეკითხება: blackout და საგანგებო სიტუაციისთვის თუ ხარ მზად? და სულ ვპირდები, მოვემზადო- საგანგებო ჩანთის ნაკრებს არ მოვუყარე თავი. დღეს ტორნადოს გაფრთხილების საშიშროება იყო და შუა ნიუ-იორკში, თუ ხარ მზად, მეკითხებოდნენ. და გუშინ, პლაჟზე, კიდევ ერთ ქართველს ვთხოვე, ბავშვს ამ ოკეანეში ცურვას ნუ აძალებ, დინებებია და ზვიგენები. მგონი, იდიოტად ჩამთვალა და ჯანდაბა შენს თავს, მეთქი, გავეშვი.
ვიზიარებ ჩემი სამშობლოს ტკივილს.
საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა და წინდახედულობა, ლაჩრობა არაა.
ჩვენ რაღაც უტვინო ბრავადას ვერ მოვრჩით.
ვერც სიტუაციის მართვა ვისწავლეთ, ვერც სწორი მმართველის ამორჩევა ან გაგდება, ვერც დასჯა, სამაგალითოდ.
ვერც საგანგებო სიტუაციის შესწავლა და დროულად ზომების მიღება.
