მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს ინცინდენტი მოხდა – სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით
მომხდარს კლინიკა “ვივამედი”-ს დირექტორი ნინო ე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წერს:
“პროტოკოლის დაცვით აღებული იყო მასალა ( აიღეს თავად პოლონელებმა ვივამედის ექიმების თანდასწრებით), დაილუქა, 1 კონტეინერი წაიღეს პოლონელმა ექიმებმა, მეორე დარჩა კლინიკაში, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით კვლევაზე წინდებით და ფეხსაცმელებით გამოტანილი მასალა აიღეს მოწმეების გარეშე) რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით“ – წერს ნადირაძე და იქვე კომენტარში ურთავს: „ყველაფერს წინდებში ვინახავო, ჯიბეები არ მიყვარსო, ასე თქვა, ოღონდ მართლა“.