Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აპლიკაციები, რომლითაც შესაძლოა, ჰაკერები გითვალთვალებდნენ – თუ მობილურში გიწერიათ, წაშალეთ!

June 21, 2023
აპლიკაციები, რომლითაც შესაძლოა, ჰაკერები გითვალთვალებდნენ – თუ მობილურში გიწერიათ, წაშალეთ!

Google Play Store-ზე კიბერუსაფრთხოების ფირმა Cyfirma-მ ორი საზიანო აპლიკაცია გამოავლინა. მათი განცხადებით, აპლიკაციებს სამიზნე მოწყობილობებიდან ადგილმდებარეობის მონაცემებისა და საკონტაქტო სიების შესაგროვებლად იყენებდნენ. Cyfirma-ში ვარაუდობენ, რომ თავდასხმა ინდოეთის ჰაკერთა ჯგუფისგან “DoNot” მოდის. თავდასხმები პაკისტანში დაფიქსირდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აღნიშნული აპლიკაციებია: nSure Chat და iKHfaa VPN. ეს უკანასკნელი კოდს ლეგიტიმური აპლიკაციიდან Liberty VPN იღებდა და სხვა კოდს ამატებდა, რათა კონტაქტების სიაზე წვდომა მოეპოვებინა და სამიზნის ადგილმდებარეობა გამოევლინა. აპლიკაცია სამიზნის ლოკაციის მეთვალყურეობას რეალურ დროშიც განაგრძობდა.

VPN-თა უმრავლესობა ადგილმდებარეობასა და კონტაქტებზე წვდომას არ მოითხოვს, განსხვავებით iKHfaa VPN-ისგან — Cyfirma-მ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამის გამოკვლევა.

Google Play Store-ზე ამ დროისთვის ორივე აპლიკაცია ხელმისაწვდომია. არაა გაუქმებული იმავე დეველოპერის — SecurITY Industry — მესამე აპლიკაციაც, რომელიც საზიანო არ ჩანს.

ჰაკერებს კონკრეტული სამიზნე ჰყავდათ, თუმცა ჩვენთვის ეს უსაფრთხოების გარანტიას მაინც არ იძლევა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ — თუკი რომელიმე მათგანი მობილურში გადმოწერილი გაქვთ, უმჯობესია, რაც შეიძლება სწრაფად წაშალოთ.

ამასთანავე, სანამ მობილურში რაიმეს გადმოწერდეთ, ჯერ კომენტარების სექციას დააკვირდით ხოლმე — შესაძლოა, სხვა მომხმარებლებს უკვე შემჩნეული ჰქონდეთ საეჭვო “სიმპტომები”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს თბილისის საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 10 პირი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 29 წლის ქალის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge