Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მო­ვი­თხოვ, მო­ქა­ლა­ქე სულ­ხან სა­ლა­ძის დახ­ვრე­ტას! გა­მო­გი­ჭი­რეს, თუ არა?!” – ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება

March 25, 2022
“მო­ვი­თხოვ, მო­ქა­ლა­ქე სულ­ხან სა­ლა­ძის დახ­ვრე­ტას! გა­მო­გი­ჭი­რეს, თუ არა?!” – ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ცირა ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით იუ­რისტ სულ­ხან სა­ლა­ძესთან დაკავშირებით ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გან­ცხა­დე­ბას ირონიული სახის პოსტით ეხმაურება:

“მო­ვი­თხოვ, მო­ქა­ლა­ქე სულ­ხან სა­ლა­ძის დახ­ვრე­ტას! სულ­ხან სა­ლა­ძე, გა­მო­გი­ჭი­რეს, თუ არა!

Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი სირცხვილია!!!” – წერს ელისაშვილი “ფე­ის­ბუქ­ი”-ს პირად გვერდზე.

ცნო­ბის­თვის, იუ­რის­ტ სულ­ხან სა­ლა­ძის ინფორმაციით, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ი­თხო­ვა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რა­ტის სხდო­მის ოქ­მე­ბი, რაც მუ­ზე­უმ­მა მას დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად მი­ა­წო­და. სა­ლა­ძის თქმით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სხდო­მის აღნიშნული ოქ­მე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და, რის შემ­დე­გაც ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­მაც მას­ზე სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გას­ცეს, დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რათ.

რაზეც ეროვ­ნულ­ი მუ­ზე­უმ­ის წარმომადგენლობამ საპასუხო განცხადება გაავრცელა. მათი მტკიცებით, სა­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

“საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება იურისტ სულხან სალაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ეროვნულმა მუზეუმმა თავის თანამშრომლებს დისციპლინური სახდელი დააკისრა იმის გამო, რომ მათ საჯარო ინფორმაცია სულხან სალაძეზე გასცეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, მო­ცე­მულ პი­რებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ე­კის­რათ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის გამო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი რე­გი­ო­ნის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­ა­ყე­ნა რის­კის ქვეშ.

კერ­ძოდ, გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტებ­ში, სხვებს შო­რის, იყო ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რა­ტის ერთ-ერთი სხდო­მის ოქმი, რო­მე­ლიც შემ­დეგ მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­სა­ჯა­როვ­და და სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მუ­ზე­უმს აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კერ­ძოდ, მო­ცე­მუ­ლი რე­გი­ო­ნის მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც 2004 წლი­დან სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­დის, დღემ­დე არ იყო მოგ­ვა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის, ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო, დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, კვე­ბის ბლო­კის, ე.წ. “იუ­პი­ე­სის“ პრობ­ლე­მა და მუ­ზე­უ­მის ზო­ნა­ლურ ობი­ექ­ტებ­ზე გარე გა­ნა­თე­ბა, სიგ­ნა­ლი­ზა­ცია და ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მა იყო და­სა­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი. ეს სა­კი­თხი დი­რექ­ტო­რა­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა მო­ცე­მუ­ლი მუ­ზე­უ­მის ახალ­და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა და ითხო­ვა ამ მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

რო­დე­საც ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გა­ცე­მაც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო, ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში სულ­ხან სა­ლა­ძეს, მან ის მი­ა­წო­და მე­დი­ას და არა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არა­მედ სულ­ხან სა­ლა­ძე­მაც და­ა­ყე­ნეს სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბი და სა­გან­ძუ­რი აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის რის­კის წი­ნა­შე”, – ნათქვამია მუ­ზე­უ­მის “ფე­ის­ბუ­ქის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაში.

"მო­ვი­თხოვ, მო­ქა­ლა­ქე სულ­ხან სა­ლა­ძის დახ­ვრე­ტას! გა­მო­გი­ჭი­რეს, თუ არა?!" - ცირა ელისაშვილი სულხან სალაძესთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის განცხადებას ეხმაურება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge